ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
Sმარტივი “ლიბერთი ბანკის” მიერ შემუშავებული საბანკო მომსახურების თანამედროვე ალტერნატივაა.
“ლიბერთი ბანკის” ინოვაციური სერვისი მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს თანამედროვე საბანკო მომსახურების სრული პაკეტი: ბარათით მართვადი სრულფასოვანი საბანკო ანგარიში; კომუნალური, საკომუნიკაციო და სხვა სახის გადასახადების მარტივად და იაფად გადახდის საშუალება; თანხის დაგროვების ინსტრუმენტი, დანაზოგის მომენტალურად გატანის შესაძლებლობით და მაღალი სარგებლით; თანხის განაღდების შესაძლებლობა როგორც ბანკომატებიდან, ასევე “ლიბერთი ბანკის” სერვის ცენტრებიდან.
Sმარტივის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს კომუნალური, საკომუნიკაციო და სხვა სახის გადასახადების შეღავათიანი ტარიფებით გადახდას, და აღარ მოუწევს ქვითრების ლოდინი ან რიგებში დგომა.
ნებისმიერ კლიენტს შეუძლია შექმნას თავისი პერსონალური Sმარტივი კალათა და მასში მოათავსოს 10-მდე სხვადასხვა მომსახურების პროვაიდერი. პერსონალური კალათით გადახდის უპირატესობა არა მხოლოდ შეღავათიანი გადახდის ტარიფია, არამედ ის კომფორტი, რომ კლიენტის მიერ არჩეული პროვაიდერები დაჯგუფებული არიან ერთად და ინფორმაცია კალათაში შემავალ პროვაიდერებზე და კლიენტის სააბონენტო ნომერზე ინახება გადახდიდან გადახდამდე, ამრიგად გადასახადის გადასახდელად კლიენტს აღარ მოუწევს ქვითრებით ბანკში მისვლა, საკმარისია მას თან ჰქონდეს თავისი Sმარტივი ბარათი. კლიენტს ასევე შეუძლია გადასცეს Sმარტივი ბარათი ოჯახის წევრს, რომელსაც შეეძლება კალათში მოთავსებული პროვაიდერების გადასახადი გადაიხადოს (სხვა სერვისები ამ შემთხვევაში შეზღუდულია). მნიშვნელოვანია ისიც, რომ კალათში მოთავსებული ყველა პროვაიდერის დავალიანებას კლიენტი ქვითრის უშუალოდ მოსვლამდე ნახავს ვებ გვერდზე www.smartivi.ge, “ლიბერთი ბანკის“ ბანკომატებით ან “ლიბერთი ბანკის” სერვის ცენტრების ქსელის, მათ შორის, “ლიბერთი ექსპრესის” მობილური სერვის ცენტრების მეშვეობით.