დღეიდან “ლიბერთი ბანკი” “ელიტ ელექტრონიქსის” თბილისისა და რუსთავში განლაგებულ მაღაზიებში საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე სწრაფ განვადებას იწყებს. განვადების მისაღებად საკმარისია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და განაცხადის შევსება.
აღნიშნულ მაღაზიებში განლაგდება ”ლიბერთი ბანკის” მომსახურების ცენტრი, სადაც კლიენტს შეეძლება განვადების გამარტივებული პროცედურით მიღება, მათ დაეხმარებიან “ლიბერთი ბანკის” აგენტები.
1 იანვრამდე განვადების მიღება შესაძლებელია თანამონაწილეობის გარეშე. განვადებით სარგებლობისას კლიენტები არ გადაიხდიან არავითარ დამატებით საკომისიოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყველას, ვინც ისარგებლებს სწრაფი განვადებით, “ლიბერთი ბანკი” ბონუსის სახით დაუბრუნებს შეძენილი ნივთის ღირებულების ნაწილს. “ლიბერთი ბანკი” ასევე ყველა კლიენტს დაასაჩუქრებს მულტისავალუტო ლიბერთი ანგარიშით და ლიბერთი ქარდით.
მათთვის, კი ვისაც ერიცხება ხელფასი “ლიბერთი ბანკში”, მოქმედებს ბონუსის სპეციალური სქემა - განვადების დაფარვის ბოლო დღეს ისინი მიიღებენ საჩუქრად უფრო მეტ თანხას.
“ლიბერთი ბანკის” სწრაფი განვადებით სარგებლობისას კლიენტები არ გადაიხდიან დამტკიცების საკომისიოს. შესაძლებელია ნებისმიერი ღირებულების ტექნიკის განვადება 150-დან 3,500 ლარის ჩათვლით. განვადების ვადა განისაზღვება 3, 6, 9 ან 12 თვით.
მომხმარებელს პირველ ეტაპზე საშუალება ეძლევა ისარგებლოს “ლიბერთი ბანკის” სწრაფი განვადებით ,,ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიებში შემდეგ მისამართებზე: თბილისში – ა.წერეთლის გამზ 27/3, ხიზანიშვილის 3, აღმაშენებლის 91, ყაზბეგის 24, კახეთის გზატკეცილი 44-ე კილომეტრი, ვაჟა-ფშაველას 36, სავაჭრო ცენტრი ,,თბილისი ცენტრალი” (ვაგზლის მოედანი); რუსთავში – შარტავას გამზირი 4.
ვრცლად