ENG
16 სექტემბერი, 2022

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანქცირებულ ქვეყნებთან ტრანზაქციების შესრულების აკრძალვის შესახებ

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანქცირებულ ქვეყნებთან ტრანზაქციების შესრულების აკრძალვის შესახებ

 

ძვირფასო მომხმარებლებო,

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ირანსა და მისი ეკონომიკის ძირითად დარგებზე, მოქმედებს სრულმასშტაბიანი სანქციები. შესაბამისად, ბანკი ვალდებულია არ შეასრულოს ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ირანთან. შეზღუდვა მოიცავს ირანის გავლით ტვირთის იმპორტთან დაკავშირებულ ტრანზაქციებსაც.

იმისათვის, რათა არ მოხდეს ტრანზაქციების შეზღუდვა, გთხოვთ, ტრანსპორტირების მარშრუტად შეარჩიოთ არასანქცირებული ქვეყნები.

ამასთან ერთად, ბანკს ნებისმიერი შემთხვევაში, ტრანზაქციის დანიშნულებისა და თანხის ოდენობის მიუხედავად, შეუძლია მოითხოვეს რამდენიმე სახის დოკუმენტი:

  • ინვოისი/ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტი
  • საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი
  • საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტი
  • ტვირთის მიწოდების პირობები - იმ შემთხვევაში, თუ ზევით აღნიშნულ დოკუმენტებში არ არის მითითებული ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტი