ENG
07 დეკემბერი, 2022

სიახლე: ლიბერთის ლოიალობის პროგრამას ‘CashBack’ Dressup ჯგუფი შემოუერთდა

სიახლე: ლიბერთის ლოიალობის პროგრამას ‘CashBack’ Dressup ჯგუფი შემოუერთდა

 

დღეიდან, Dressup ჯგუფი ლიბერთის ლოიალობის პროგრამის ‘CashBack’-ის პარტნიორი კომპანიაა. მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებს ‘Dressup’ საქართველოში უკვე 25 წელზე მეტია წარმოადგენს.

პარტნიორობის აღსანიშნავად, 9 დეკემბერს ლიბერთის Mastercard ბარათების მომხმარებლებს Dressup ჯგუფის მაღაზიებში ყველაზე მაღალი 50% ქეშბექი მომენტალურად დაუბრუნდებათ. ქეშბექი ვრცელდება ნებისმიერ, მათ შორის ფასდაკლებულ კოლექციებზეც მაღაზიებში:

„CashBack -ის და Dressup ჯგუფის დამეგობრება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა - ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს უკვე აქვთ საშუალება მათთვის საყვარელ 16 ბრენდში პროდუქცია შეიძინონ მუდმივი CashBack შეთავაზებით. სწორედ ამ სიახლესთან დაკავშირებით დავგეგმეთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ კომპანიებთან Dressup ჯგუფთან და Mastercard-თან ერთად ყველაზე მაღალი 50% CashBack აქცია, რაც ჩვენი ლოიალური მომხმარებლებისთვის ერთგვარი წინასაახალწლო საჩუქარი იქნება. წლის მთავარი დღესასწაულისთვის ლიბერთის ბარათების მომხმარებელს კიდევ არაერთი სიახლე ელოდება“ - დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

 

გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები*:

  1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge
  2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება
  3. გადაიხადე ლიბერთის Mastercard ბარათით
  4. ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალზე

 

აქციის ფარგლებში თითოეული მომხმარებლისთვის ერთ ობიექტში ქეშბექის ლიმიტი 300 ლარი იქნება.

*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge. თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ ან მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBackის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის  გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე  გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.