პატრიოტი ქომაგი 2011 “ლიბერთი ბანკის” თვისობრივად ახალი ვადიანი ანაბარია, რომელიც კლიენტს წლიურ 14%-იან საბაზისო საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს, თუმცა ანაბრის მაქსიმალურმა წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა შესაძლოა 39% შეადგინოს. წლიური საპროცენტო განაკვეთის ზრდა დამოკიდებულია საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებაზე რაგბის მსოფლიო თასზე, რომელიც გაიმართება ახალ ზელანდიაში 2011 წლის 9 სექტემბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით. ამგვარად, რაც უფრო წარმატებულად იასპარეზებს საქართველოს ნაკრები რაგბის მსოფლიო თასზე, მით უფრო მეტი დამატებითი სარგებელი დაერიცხება ყოველ გახსნილ ანაბარს. პატრიოტი ქომაგი 2011-ს ვადა ეწურება 2012 წლის 23 ოქტომბერს (12 თვე მსოფლიო თასის ფინალის დღიდან).
ვრცლად