ENG
19 აპრილი, 2011

”ლიბერთი ბანკმა” ბაზარს კიდევ ერთი ”პატრიოტი ქომაგი 2011” შესთავაზა, რომლის სარგებელი კალათბურთის ეროვნული ნაკრების წარმატების შესაბამისად გაიზრდება

პატრიოტი ქომაგი 2011 “ლიბერთი ბანკის” თვისობრივად ახალი ვადიანი ანაბარია ლარში, რომელიც ბანკმა 2011 წლის 14 აპრილიდან დანერგა წლიური 14%-იანი საბაზისო განაკვეთით და რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატების შესაბამისად სარგებლის ზრდის შესაძლებლობით. დღეიდან, ლიბერთი ბანკში, ასევე შესაძლებელია პატრიოტი ქომაგი 2011 კალათბურთის გახსნა, რომლის საბაზისო განაკვეთი ასევე 14%-ია და სარგებელი იმავე პრინციპით, ნაკრების წარმატების შესაბამისად გაიზრდება.