ENG
25 თებერვალი, 2023

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის  საგაზაფხულო აქცია იწყება!

 

დედის და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ ,  თავის მომხმარებლებს, Mastercard -თან ერთად  დიდი საგაზაფხულო აქციით უბრუნდება!

პირველიდან რვა მარტის ჩათვლით,  ლიბერთის Mastercard ბარათის მფლობელები, CashBack-ის მეგობარ ობიექტებში შეძლებენ გადახდილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის უკან დაბრუნებას!

ამ აქციისთვის სპეციალურად შერჩეული მეგობარი ობიექტების სია საკმაოდ გრძელია, ხოლო დასაბრუნებელი თანხების პროცენტები და ლიმიტები - შთამბეჭდავი:

აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია www.CashBack.ge-ზე ან მობილურ აპლიკაციაში შეთავაზებების გააქტიურება და აქციის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Mastercard ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე, გადახდა. დაბრუნებული თანხა ანგარიშზე მომენტალურად აისახება!

შეიძინეთ საჩუქრები საკუთარი თავისთვის და თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის და მიიღეთ საჩუქრად ქეშბექიც!

 

*წესები დეტალურად

შეთავაზების გასააქტიურებლადგადმოწერეთ CashBack ის აპლიკაციაiOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge. თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით.

თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ავტორიზაციის  გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში  აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი,დააჭირეთ ღილაკს  "აქტივაცია" და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე  გადახდისას, დაიბრუნეთ  თანხა მომენტალურად.

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.