ENG
05 აპრილი, 2023

ისარგებლე გზავნილი "Ria-ს" აქციით და მიიღე 25%-ანი ფასდაკლება

ისარგებლე გზავნილი "Ria-ს" აქციით და მიიღე 25%-ანი ფასდაკლება

 

1 აპრილიდან ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ლიბერთი ბანკის ნებისმიერი არხიდან „Ria-ს" სისტემით გააგზავნის გზავნილს, მიიღებს 25%-იან ფასდაკლებას და შანსს მოიგოს საჩუქარი.

აქციის ფარგლებში, Ria-ს სისტემით საქართველოდან უკრაინაში ან სომხეთში თანხის გაგზავნისას, მომხმარებელი ავტომატური 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

ამას გარდა, კამპანიის პერიოდში, ყოველთვიურად გათამაშდება საჩუქრები: ტელეფონის პორტატული დამტენი და ელექტროსკუტერი. დასაჩუქრდებიან ის პირები, ვინც ლიბერთი ბანკის ნებისმიერი არხიდან ყველაზე მეტი რაოდენობის Ria-ს გზავნილს გააგზავნიან უკრაინის ან სომხეთის მიმართულებით. (ჩაითვლება დღეში ერთი გაგზავნილი გზავნილი)

აქციის პირობები

პერიოდი: 1 აპრილი – 30 ივნისი

მონაწილეობის პირობა: აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც ლიბერთი ბანკის ნებისმიერი არხიდან გააგზავნის „Ria-ს" გზავნილს უკრაინასა თუ სომხეთში.

ფასდაკლების პირობა: ფასდაკლება ავტომატურად ვრცელდება ყველა გაგზავნილ გზავნილზე სომხეთსა თუ უკრაინაში

საჩუქრების გათამაშების პირობა:

სუპერპრიზის (ელექტროსკუტერის) მიღების პირობა: სუპერპრიზს მიიღებს ის, ვინც თვის განმავლობაში ყველაზე მეტი რაოდენობის გზავნილი შეასრულა. (ჩაითვლება დღეში ერთი გაგზავნილი გზავნილი)

პორტატული დამტენის მიღების პირობა: პორტატულ დამტენს მიიღებს ის, ვინც თვის განმავლობაში გაგზავნილი გზავნილების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა.

 

საჩუქრების აღწერა:
ელექტროსკუტერი: ბრენდი: Segway, ასაკი: 14+. დასაშვები მაქსიმალური წონა: 120 კგ.
ტელეფონის პორტატიული დამტენი: 10 000 MAH