ENG
05 მაისი, 2023

ცვლილება პლასტიკური ბარათებით უკონტაქტო გადახდისას

ცვლილება პლასტიკური ბარათებით უკონტაქტო გადახდისას

 

1 მაისიდან შევიდა ცვლილება ბარათით განხორციელებული უკონტაქტო ტრანზაქციის წესებში.

საბანკო ბარათით უკონტაქტო პინის გარეშე ტრანზაქციის შესრულებისას, მიუხედავად მისი ოდენობისა, იმ შემთხვევაში თუ უკონტაქტო პინის გარეშე შესრულებული ტრანზაქციის ჯამური ოდენობა შეადგენს 600 ლარს, საჭირო ხდება აღნიშნული ტრანზაქციის პინ კოდით დადასტურება.

პინ კოდის შეყვანის შემდეგ დადგენილი 600 ლარიანი ლიმიტი დაანგარიშებას დაიწყებს თავიდან, ყოველი შემდგომი გადახდა შესრულდება წინამდებარე წესის გათვალისწინებით.

ასევე გვინდა გაცნობო, რომ წესი არ ვრცელდება ელექტრონული საფულით (Google Pay, Apple Pay) შესრულებულ ტრანზაქციებზე.