ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
„მოასწარი ზაფხული“- ლიბერთის საზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ლიბერთიში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხით ისარგებლებს, ან სხვა ბანკიდან გადმოიტანს - ისარგებლებს გაცემის ნულოვანი საკომისიოთი.
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო პირობები ვრცელდება წლიურ საპროცენტო განაკვეთზეც, რომელიც 31 ივლისის ჩათვლით 15.5%-დან განისაზღვრება (ეფექტური 18.39%-დან).
ლიბერთის სახელფასე პროგრამის მომხმარებლები სასურველი თანხის დამტკიცებას, ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდანვე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
ნებისმიერი სხვა მომხმარებელი კი შემოსავლების დადასტურების მარტივი პროცესის შემდეგ შეძლებს დამტკიცებული თანხის მიღებას. გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის შემოსავალი: ხელფასი (ბონუსი, დანამატი), სერვისი, გრანტი, იჯარა, გზავნილი, დივიდენდი, რეპეტიტორის შემოსავალი.
შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს, საზოგადოებრივ სახლებში მდებარე სერვის ცენტრებს, ან მობილურ სერვის ცენტრებს.
აქცია გრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. დეტალური პირობები: http://bit.ly/3NYy8LL