ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
სამეგრელოში, ზუგდიდში ლიბერთის განახლებული რეგიონალური ფილიალი გაიხსნა.
ახალი ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად ფარავს მცირე და საშუალო ბიზნესისა და ფიზიკური პირების მომსახურებას. ფილიალი ზუგდიდში, ზ. გამსახურდიას 34-ში მდებარეობს და 80 თანამშრომელია დასაქმებული.
ფილიალის გახსნას ლიბერთის მენეჯმენტის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე და საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია დაესწრნენ.
,,ლიბერთი აგრძელებს ფილიალების ქსელის განვითარებას, ადგილობრივი პროფესიონალების დასაქმებას და მომხმარებელზე მორგებული სერვისებისა და მომსახურებების დანერგვას რეგიონებში. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ რეგიონში ფინანსურ რესურსსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და შევთავაზოთ კომფორტული საბანკო მომსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესს. ვიმედოვნებთ, ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფილიალის გახსნით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ რეგიონებში მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვისა და გავითარების პროცესს.“ - თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალობიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარსშეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტითანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზემეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.