ENG
06 დეკემბერი, 2023

#ჩვენიანი - ლიბერთის ახალი კონცეფცია

#ჩვენიანი - ლიბერთის ახალი კონცეფცია

 

ლი­ბერ­თიმ კამ­პა­ნია #ჩვე­ნი­ა­ნი და­ი­წყო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პლატ­ფორ­მის პირ­ვე­ლი ვი­დეო რგო­ლი წა­რად­გი­ნა.

"ახალ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პლატ­ფორ­მა­ზე ბან­კი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. ლი­ბერ­თის ბრენ­დის მი­მართ ადა­მი­ა­ნე­ბის ემო­ცი­უ­რი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად არა­ერ­თი კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ. მათ შო­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­ში, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა რომ ლი­ბერ­თი­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყოა ჩვე­ნი ბან­კის მას­შტა­ბუ­რო­ბა, ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, ადა­მი­ა­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა და ამას­თა­ნა­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის არ­სე­ბო­ბა.

ახალ კამ­პა­ნი­ა­ზე, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ბან­კის რე­ა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან, სა­ა­გენ­ტო Holy Motors-თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ. ბან­კის ახა­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ კო­მუ­ნი­კა­ცია, სხვა­დას­ხვა კონ­ტენ­ტით მთე­ლი მომ­დევ­ნო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.“ - თა­მარ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, ლი­ბერ­თის მარ­კე­ტინ­გი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

„ახა­ლი კამ­პა­ნია პა­სუ­ხობს ლი­ბერ­თის სტრა­ტე­გი­ას და მთა­ვარ მი­ზანს — ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს უნი­ვერ­სა­ლურ ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტად. #ჩვე­ნი­ა­ნი არის ერ­თგვა­რი შეხ­სე­ნე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის, რომ ლი­ბერ­თი არის ბან­კი, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ქსე­ლით, ყვე­ლა­ზე მეტი სერ­ვის ცენ­ტრი­თა და ფი­ლი­ა­ლით, მათ შო­რის მოძ­რა­ვი ფი­ლი­ა­ლე­ბით. ასე­ვე, მოქ­ნი­ლი ციფ­რუ­ლი სერ­ვი­სე­ბით - ინ­ტერ­ნეტ­ბან­კით და სრულ­ყო­ფი­ლი მო­ბა­ილ­ბან­კით, სა­დაც ერთი ხე­ლის მოს­მით შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა. 5 ათა­სი ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი ერ­თი­ა­ნი გუნ­დი კი, მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს იმი­სათ­ვის, რომ გახ­დეს ძი­რი­თა­დი ბან­კი თა­ვი­სი 1,6 მი­ლი­ო­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის. „ჩვე­ნი­ა­ნი“ კი ერ­თგვა­რი ფი­ლო­სო­ფი­აც არის და და­პი­რე­ბაც, რო­მე­ლიც ლი­ბერ­თიმ თა­ვი­სი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის უნდა შე­ას­რუ­ლოს და ჩვენ ამის­თვის მზად ვართ“ - თორ­ნი­კე კორ­ძა­ია, ლი­ბერ­თის სა­ცა­ლო სა­ბან­კო მი­მარ­თუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი.