ლიბერთის პარტნიორმა სადაზღვევო კომპანიამ “Global Benefits Georgia” ახალი წამახალისებელი კამპანია დაიწყო სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებისთვის - მომხმარებელს, რომელიც 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით სამოგზაურო დაზღვევას შეიძენს, შესაძლებლობა ექნება მოიგოს 2 კაციანი ტური პარიზში და ბილეთები PSG-ს მატჩზე.
“BENEFITS” სამოგზაურო დაზღვევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გარდა ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა ბარგის დაკარგვა, ბარგის დაგვიანება და ფრენის გადადება. მომხმარებლებს კი მოგზაურობის დროს დახმარებას 24/7-ზე საერთაშორისო ასისტანსი გაუწევს.
დაზღვევის შეძენა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე, ან ლიბერთის მობაილ ბანკის საშუალებით, მარტივად: https://my.libertybank.ge/offers/insurance/travel
„BENEFITS”-ის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა ასევე შესაძლებელია ლიბერთის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.
გათამაშების პირობები:
- მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
- საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანმა პირმა შეიძინოს Global Benefits Georgia-ს სამოგზაურო დაზღვევა 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
- გამოიწეროთ Global Benefits Georgi-ს Facebook და Instagram გვერდები globalbenefitsgeorgia (აუცილებელია იყოს ავთენტური ექაუნთი);
- Benefits-ის Facebook და Instagram გვერდებზე აპინულ გათამაშების პოსტზე მონიშნოთ მეგობარი ვისთან ერთადაც ისურვებდით პარიზში მოგზაურობას;
- გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის დაზღვეული, რომელზეც სამოგზაურო დაზღვევა გაიცა მასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში;
- გამარჯვებული გამოვლინდება 2025 წლის 10 სექტემბერს, Global Benefits Georgia-ს Facebook-ის ლაივ ეთერში. გამარჯვებული გახდება პირდაპირ ეთერში საფრანგეთის ირგვლივ დასმულ კითხვაზე პირველი სწორი პასუხის ავტორი. სწორი პასუხის გაცემის შემდგომ გადამოწმდება აღნიშნულ პირს ნამდვილად შეძენილი აქვს თუ არა 1 ივნისი - 31 აგვისტოს პერიოდში სამოგზაურო დაზღვევა და შესრულებული აქვს თუ არა ამ წესებში მოცემული სხვა პირობები. იმ შემთხვევაში თუ ვერ დააკმაყოფილებს აღნიშნულ პირობების, ავტომატურად მეორე სწორი პასუხის ავტორი გამოვლინდება გამარჯვებულად და ასე შემდეგ ყოველი შემდგომი. ასევე გადამოწმდება და ბათილად ჩაითვლება Fake ექაუნთები.
- კონკურსის დაწყების თარიღია 01/06/2025 წელი და დასრულების თარიღია 31/08/2025 წელი.
დეტალური პირობების სანახავად, მიჰყევით ბმულს: https://www.benefits.ge/paris-terms