ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
თბილისი, 14 თებერვალი, 2024 – Visa-ს ინოვაციური B2B Connect პლატფორმა ლიბერთი ბანკის ბიზნეს და კორპორაციული კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საქართველოში. Visa B2B Connect ლიბერთი ბანკსა და მის ბიზნეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს საერთაშორისო გადახდები განახორციელონ სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად.
Visa B2B Connect არის ინოვაციური, არა საბარათე, ანგარიშსწორების სერვისი, რომელიც შემუშავებულია ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რათა მათ ბიზნეს კლიენტებს საშუალება მიეცეთ განახორციელონ და მიიღონ საერთაშორისო გადახდები პროგნოზირებადი, უსაფრთხო და ეფექტური გზით.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში წარმატებით ვაგრძელებთ Visa B2B Connect-ის დანერგვას. ეს არის უნიკალური და ინოვაციური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებსა და მათ ბიზნეს კლიენტებს სწრაფი, უსაფრთხო, სანდო და გამჭვირვალე საერთაშორისო გადახდებით ისარგებლონ. მჯერა, ჩვენი პარტნიორობა ლიბერთი ბანკთან ადგილობრივ ბიზნესს გააძლიერებს და დაეხმარება მათ უფრო ეფექტურ ოპერირებაში,“ - თქვა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.
,,ლიბერთი აგრძელებს უნივერსალურ ფინანსურ ინსიტუტად ჩამოყალიბების პროცესს და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ბიზნეს მიმართულების გაძლიერება და ბიზნესის მხარდაჭერა. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლის საჭიროებებს და მუდმივ პარტნიორთან, Visa-სთან ერთად არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ საცალო საბანკო მიმართულებით. დღეიდან, მნიშვნელოვან სიახლეს ვთავაზობთ ბიზნესს. დავნერგეთ Visa B2B Connect-ის პლატფორმა, რომლითაც ბიზნესს უახლეს, სწრაფ და ინოვაციურ საერთაშირისო გადარიცხვების სერვისებს ვთავაზობთ 110 ქვეყანაში.
ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ლიბერთის გუნდს. მათი ძალისხმევით მოხერხდა რეგიონში, ამ სისტემის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი დანერგვა და ბანკის საკუთარ სისტემებთან შესაბამისი ინტეგრაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი გუნდი მზადაა ინოვაციებისთვის.“ - ვახტანგ ბაბუნაშვილი, ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი.
Visa B2B Connect-ი ოთხ ძირითად ფუნქციონალს ეფუძნება. მათ შორის ისეთ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა distributed ledger technology (DLT), რაც მონაცემების გაუმჯობესებულ ხედვასა და ტრანზაქციების პროგნოზირებას უზრუნველყოფს. ამ პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება გამგზავნი ბანკიდან ქსელის შიდა და გარე მიმღები ბანკების მიმართულებით, რაც პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და დამატებითი შუამავალი რგოლისგან ათავისუფლებს.
Visa B2B Connect-ი ერთის ბევრთან დაკავშირების პრინციპით, გადარიცხვაში მონაწილე შუამავალი რგოლის რაოდენობას ამცირებს. ეს უფრო იაფი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფს, როგორც კორპორაციული საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ასევე მათი ბიზნეს კლიენტებისთვის თითოეულ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიო გადასახადის გამჭვირვალობას, რაც ეხმარება კომპანიებს თავიანთი ფულადი ნაკადების მართვაში. Visa B2B Connect პლატფორმა ასევე, შეიძლება გამოყენებული იქნას ქსელის გარეთ არსებულ ბანკებში გადახდების განსახორციელებლად 110 ქვეყანაში.