ENG
07 მარტი, 2024

ლიბერთის საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე დაიწყო

ლიბერთის საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე დაიწყო

 

დღეიდან „გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში, ლიბერთის ბიზნეს და აგრო მომხმარებლებს საგაზაფხულო აქციის ფარგლებში აღებული სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ. აქცია ვრცელდება არსებულ და ახალ მომხმარებლებზე, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანილ სესხებზეც.

ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები ინდუსტრიული და საოჯახო მეურნეობების საჭიროებებს და სეზონურ ციკლს ითვალისწინებს. შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ შემოსავლებზე, თანაც მომხმარებელი სასურველი ვადით და საშეღავათო პერიოდით სარგებლობს. სესხის მიზნობრიობა შესაძლებელია იყოს ბიზნესის გაზრდა და მეურნეობის განვითარება, ასევე პირადი მიზნით. სესხი გაიცემა  უზრუნველყოფის გარეშე 50 000 ლარამდე მოცულობით. 

ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პირობების შეთავაზებას ბიზნეს და აგრო პროდუქტებზე. ახალი საგაზაფხულო შეთავაზება, სხვადასხვა საბანკო პროდუქტზე ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს და ნებისმიერ მომხმარებელს საკუთარი ბიზნესის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეურნეობების მხარდაჭერა და მუდმივად ვსწავლობთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს. დარწმუნებული ვარ, ამ ახალი შეთავაზებით ხელს შევუწყობთ მცირე ბიზნესის მფლობელებს, გაზარდონ საკუთარი საქმიანობა და საკუთარი ფინანსები კიდევ უფრო ეფექტურად მართონ, - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

აქცია გრძელდება 30 აპრილამდე.