ENG
27 თებერვალი, 2025

ლიბერთიმ პრემიუმ საბანკო მომსახურების ახალი ბრენდი, სტუდიო ლიბერთი წარადგინა

ლიბერთიმ პრემიუმ საბანკო მომსახურების ახალი ბრენდი, სტუდიო ლიბერთი წარადგინა

 

თბილისი, საქართველო, 27.02.2025

ლიბერთი ბანკმა ახალი, პრემიუმ საბანკო მომსახურების ბრენდი, სტუდიო ლიბერთი წარადგინა.

სტუდიო ლიბერთი ქმნის საბანკო მომსახურების ახლებურ გამოცდილებას - ეს არის უნიკალური სივრცე, რომელიც საქართველოში პირველად ბიზნესისა და პირადი ფინანსური საჭიროებების თანაკვეთაზე შეიქმნა: სტუდიო ლიბერთიში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ერთ სივრცეში, მარტივად, ბარიერების გარეშე მიიღოს გამორჩეული, თავის საჭიროებებზე მორგებული პრემიალური მომსახურება როგორც ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად.

პრემიუმ და ციფრული სტუდიო ნაკრებით  სარგებლობისას, მომხმარებელს გადაეცემა მაღალი კლასის სადებეტო ბარათი დამატებითი უპირატესობებით საბანკო თუ Lifestyle პროდუქტებზე.

პრემიუმ ნაკრების ფარგლებში, მომხმარებელი პერსონალური, სტუდიო ბანკირის მომსახურებით ისარგებლებს.სტუდიო ბანკირი უზრუნველყოფს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების მარტივ ხელმისაწვდომობას, ხოლო მისი მთავარი პრიორიტეტია მომხმარებელთან ხარისხიანი ურთიერთობა და ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება.

სტუდიო ლიბერთის პრემიუმ და ციფრული ნაკრების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://studioliberty.ge/ka/studio-subscription-plans

სტუდიო ლიბერთის სივრცეები ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში:

თბილისი - აბაშიძის 70  | ქუთაისი - გრიშაშვილის 19