ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
‘ლიბერთი ბანკის’ საცალო საბანკო მიმართულების დირექტორის პოზიციაზე ნინო ჩადუნელი დაინიშნა.
ნინო ჩადუნელი საბანკო სფეროს პროფესიონალია, რომელსაც ფინანსურ სექტორში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. ლიბერთის გუნდში შემოერთებამდე, ნინო იკავებდა საცალო საბანკო მიმართულებით ლიდერულ პოზიციებს ‘თიბისი’-ში. ნინო ჩადუნელი ბოლო წლებში პასუხისმგებელი იყო თიბისი ბანკის უზრუნველყოფილი სესხების ბიზნეს მიმართულებაზე.
„მოხარული ვარ, რომ ნინო შემოუერთდა ლიბერთის მენეჯმენტის გუნდს. მისი გამოცდილება საცალო საბანკო მიმართულებით ბანკისთვის მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი აქტივი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ნინო თავისი ცოდნითა და ხედვით ლიბერთის უნივერსალიზაციის გზაზე, სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.“ – ბექა გოგიჩაიშვილი, ლიბერთის გენერალური დირექტორი.
„ჩემთვის დიდი პატივია ლიბერთის გუნდში შემოერთება. ლიბერთის გააჩნია უმსხვილესი და უნიკალური ქსელი, რაც უზრუნველყოფს საბანკო სერვისების ხელმისაწვდომობას ქვეყნის ყველა კუთხეში, სხვადასხვა სეგმენტისთვის. განვითარებული ქსელი კი თავისთავად კარგი პლაცდარმია ახალი, მასშტაბური და საინტერესო ინიციატივებისთვის. მომხმარებლების მოლოდინები დღეს განსაკუთრებით დინამიურია – მათ ტრადიციულ საბანკო სერვისებთან ერთად ახალი, მათზე მორგებული გამოცდილებები ესაჭიროებათ.
ჩვენი მიზანია, ფართო აუდიტორიისთვის ინოვაციური სტრატეგიების შემუშავება, ე.წ client centric ფილოსოფიის მუდმივ რეჟიმში განვითარება და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება - რაც თავის მხრივ საწინდარია ლიბერთის საცალო სეგმენტის ბოლო ორი წლის მზარდი ტენდენციების გასავითარებლად და ახალ საფეხურზე გადასაყვანად.“– ნინო ჩადუნელი, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.