ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ლიბერთის და Visa-ს ახალი აქციის ფარგლებში, მომხმარებლები ფულადი გზავნილების საერთაშორისო პლატფორმის Paysend-ის საშუალებით საკომისიოს გარეშე შეძლებენ თანხის გაგზავნას.
2025 წლის 15 აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით, Paysend-ით თანხის გამოგზავნა შესაძლებელი იქნება სრულიად უფასოდ, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან იმ შემთხვევაში, თუ თანხის მიმღები პირი სარგებლობს ლიბერთის Visa ბარათით - გზავნილის საკომისიოს გარეშე გასაგზავნად საჭიროა მხოლოდ მიმღების ლიბერთის Visa ბარათის 16-ნიშნა ნომრის მითითება.
Paysend-ით ფულადი გზავნილის გაგზავნის სერვისი მომენტალურია, თანხის მიღება კი ლარის და დოლარის ვალუტაშია შესაძლებელი.
ლიბერთის ციფრული Visa ბარათის აღება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ინტერნეტ ან მობაილ ბანკიდა , ხოლო ფიზიკური ბარათის დამზადება შესაძლებელია ნებისმიერ ფილიალში.
მიღებული გზავნილის განაღდება შესაძლებელია როგორც ლიბერთის ფილიალებში, ასევე დისტანციურ არხებში - ბანკომატებსა და მობაილ ბანკში. გზავნილის განაღდებაზე მოქმედებს კონვერტაციის სპეციალური კურსი.