ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
30 ივლისს, Flitz Collective და სტუდიო ლიბერთი წარმოგიდგენთ თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ და გავლენიან არტისტს, რომელიც საქართველოში პირველად წარდგება სრულფასოვანი ლაივ პერფორმანსით.
Moby-ს კარიერა 30 წელზე მეტს ითვლის, მისი ალბომების გაყიდვებმა კი მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონს გადააჭარბა. 1991 წელს გამოსული სადებიუტო სინგლი “Go” ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის საუკეთესო ჩანაწერებს შორის დაასახელა. ეს მისი მუსიკალური მემკვიდრეობის მხოლოდ ერთი ნაწილია.
30 ივლისს მსმენელს ელოდება დაუვიწყარი საღამო, სადაც შესრულდება არტისტის საკულტო ნამუშევრები: Porcelain, Extreme Ways, Go, Lift Me Up და სხვა.
კომპანია Flitz Collective 2025 წლიდან ოპერირებს ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში და მათთვის ეს რიგით მეხუთე მასშტაბური ღონისძიებაა.
სტუდიო ლიბერთი, ლიბერთის პრემიალური ბანკინგის ახალი მიმართულებაა.
სტუდიო ლიბერთის წევრებს Moby-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა სტუდიო ლიბერთის Visa Platinum ან Mastercard World Elite ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. VIP ზონის ბილეთების შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური პირობა - 25%-იანი ფასდაკლება და პრიორიტეტული მომსახურება tkt.ge-ზე, რიგის გარეშე. რაოდენობა შეზღუდულია. გახდი სტუდიო ლიბერთის წევრი მარტივად: https://shorturl.at/pSy6C
აღნიშნული ფასდაკლება ვრცელდება Liberty Wealth-ის პრემიუმ ბარათებზეც.
📍 ლოკაცია: რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი | კარის გახსნა: 18:00
🎟️ tkt.ge-ზე ბილეთების გაყიდვა დაიწყება: 17 თებერვალს 14:00 საათზე
ასაკობრივი შეზღუდვა:
12–18 წლამდე მოზარდებისთვის დასწრება ფასიანია და აუცილებელია ბილეთის მქონე სრულწლოვანი პირის თანხლება.
18+ ვიზიტორებს ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ბილეთისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.