ENG
06 აპრილი, 2026

“არაჩვეულებრივი გზავნილი” - გაანაღდე გზავნილი მობაილ ბანკში, გააორმაგე თანხა და მოიგე 7,000 ლარი

 “არაჩვეულებრივი გზავნილი” - გაანაღდე გზავნილი მობაილ ბანკში,  გააორმაგე თანხა და მოიგე 7,000 ლარი

 

ლიბერთიმ საერთაშორისო ფულადი გზავნილების კამპანია „არაჩვეულებრივი გზავნილი“ დაიწყო - გაანაღდე საერთაშორისო გზავნილი მობაილ ან ინტერნეტ ბანკში მარტივად, სპეციალური კურსით და მიიღე დამატებითი სარგებელი.
კამპანიის პერიოდში, 2026 წლის 6 აპრილიდან 1 ივლისამდე:
 
  • ყოველი მე-500 გზავნილი მომგებიანია - გაანაღდე და გააორმაგე მიღებული გზავნილის თანხა (მაქსიმუმ 5,000 ლარამდე). 
  • 6 აპრილიდან 1 ივლისამდე გაანაღდე ყველაზე მეტჯერ და მიიღე სუპერ პრიზი - 7000 ლარი. 
“არაჩვეულებრივი გზავნილის” კამპანიაში მომგებიანი იქნება მხოლოდ მობაილ და ინტერნეტ ბანკით განაღდებული საერთაშორისო გზავნილები. თუ ჯერ არ ხარ ლიბერთის მომხმარებელი, შეგიძლია მარტივად გახდე ჩვენიანი ციფრული რეგისტრაციის საშუალებით და მყისიერად დაიწყო ლიბერთის ფულადი გზავნილების კამპანიაში მონაწილეობის მიღება.
 
*საეჭვო ტრანზაქციების შემთხვევაში ან სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, ბანკი უფლებამოსილია არ გასცეს კამპანიით განსაზღვრული საჩუქარი.
 
დეტალური პირობები და ხშირად დასმული კითხვები:
 
  • ვის შეუძლია “არაჩვეულებრივი გზავნილის” კამპანიაში მონაწილეობა და საჩუქრის მიღება?
    • ლიბერთი ბანკის მომხმარებელ ნებისმიერ სრულწლოვან, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს.
  • როგორ მივიღო მონაწილეობა?
  • რომელ სისტემაში განაღდებული გზავნილები იღებს მონაწილეობას? 
    • კამპანიაში გათვალისწინებულია ნებისმიერი საერთაშორისო სისტემის გზავნილი.
  • რა პრიზებია გათამაშებაში?
    • გაორმაგებული თანხა - ყოველი მე-500 მომხმარებელი, რომელიც გაანაღდებს საერთაშორისო ფულად გზავნილს ლიბერთის მობაილ ან ინტერნეტ ბანკის საშუალებით, მიიღებს განაღდებული გზავნილის გაორმაგებულ თანხას. თანხის მაქსიმალური ლიმიტი იქნება 5000 ლარი. მაგ: თუ გზავნილით კლიენტი გაანაღდებს  1000 ლარს და აღმოჩნდება მე-500-ე მომხმარებელი, დამატებით ჩაერიცხება 1000 ლარი.
    • სუპერ პრიზი - 7000 ლარი -  მიიღებს მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს ციფრულ ბანკში.
  • კამპანიაში მონაწილეობს, თუ არა უცხოურ ვალუტაში განაღდებული გზავნილი? 
    • დიახ, მონაწილეობს. 
  • არის თუ არა ლიმიტი გაორმაგებულ თანხაზე?
    • დიახ, გაორმაგებული თანხის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 5000 ლარს.
    • უცხოურ ვალუტაში გზავნილის განაღდების შემთხვევაში, მოგებული თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ჩარიცხვის დღეს მოქმედი, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
  • მინიმუმ რა თანხის მიღებაა საჭირო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად?
    • მონაწილეობას იღებს ნებისმიერი მოცულობის  გზავნილი.
  • როგორ შევძლებ სუპერ პრიზის მიღებას?
    • თუ 6 აპრილიდან 1 ივლისამდე პერიოდში ლიბერთის მობაილ ან ინტერნეტ ბანკით  ყველაზე მეტჯერ გაანაღდებ გზავნილს, მიიღებ  სუპერ პრიზს - 7000 ლარს.
  • რამდენჯერ შემიძლია კამპანიის განმავლობაში პრიზების მიღება?
    • კამპანიის ფარგლებში მიღებული გზავნილის გაორმაგება შესაძლებელია ერთხელ. თუმცა, მთელი კამპანიის განმავლობაში (6 აპრილიდან 1 ივლისამდე) თუ  გზავნილს ყველაზე მეტჯერ გაანაღდებ, მიიღებ  მთავარ პრიზს - 7000 ლარს.
  • ​როგორ მივიღებ ინფორმაციას გამარჯვების შესახებ?
    • გამარჯვებული გზავნილის განაღდებიდან 3 სამუშაო დღეში მიიღებს სმსს ლიბერთი ბანკიდან.