სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის, 6 მაისს, 12:00 საათზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი გახდება ყველა იმ სოფელში, სადაც ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალებით ემსახურება. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ.
დაწვრილებით