ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
დაამატე ლიბერთის Mastercard ბარათი Google Wallet-ში და გადაიხადე მარტივად Google Pay-ით
Google Pay™ და Google Wallet™ არის Google LLC სავაჭრო ნიშნები
Google Pay-ით შეგიძლია გადაიხადო ყველგან, სადაც უკონტაქტო ან Google Pay-ის სიმბოლოს ნახავ.
• გახსენი Google Wallet აპლიკაცია
• არჩიე სასურველი ბარათი, რომლითაც გსურს გადახდა
• მოათავსე ტელეფონი ბარათის ტერმინალთან და გადახდა დასრულებულია
Google Pay-ით ასევე შესაძლებელია გადახდა როგორც აპლიკაციებში, ისე ვებსაიტებზე.
Google Pay-ის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ანდროიდ მოწყობილობებზე, რომლებსაც აქვთ Android 5.0 ან უფრო ახალი ვერსია და იყენებენ NFC მხარდაჭერას. დეტალები იხილეთ ბმულზე.
Google Pay გადახდის უსაფრთხო მეთოდია. Google Pay-ს საშუალებით გადახდისას ბარათის ნომრის ნაცვლად გამოიყენება უნიკალური ციფრული ბარათის ნომერი, რომელიც იქმნება, იშიფრება და უსაფრთხოდ ინახება მოწყობილობის Secure Element-ში ბარათის დამატებისას.
გადახდისას გამოიყენება ციფრული ბარათის ნომერი და ტრანზაქციის შესაბამისად დაგენერირებული დინამიური უსაფრთხოების კოდი, შესაბამისად შენი ბარათის ნომერი არ გადაეცემა მომსახურე ობიექტს ან საგადახდო სისტემას.
იმისათვის რომ დაიცვა შენი ბარათის უსაფრთხოება:
• არ დააყენო Passcode, რომელიც შეიძლება ადვილად გამოიცნოს ვინმემ, ასევე არ გაანდო ის სხვას
• დარწმუნდი, რომ შენს მოწყობილობაზე არ ინახება სხვა პირის თითის ანაბეჭდი ან Face ID
კამპანიის პირობები:
Google Pay-ის ახალი კამპანიის ფარგლებში, გამოვლინდება ტოპ 20 მომხმარებელი:
აქციის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება 2022 წლის 15 ნოემბრიდან 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, Google Pay-ის საშუალებით ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალზე განხორციელებული მინიმუმ 10 ლარის ოდენობის ტრანზაქციები.
Google Pixel-ს საჩუქრად მიიღებს ტოპ 20 მომხმარებელი, რომელთაგან 10 ტრანზაქციების რაოდენობის, ხოლო 10 - ტრანზაქციების მოცულობის მიხედვით გამოვლინდება.
დეტალური პირობები:
Google Wallet-ში შეგიძლია დაამატო ლიბერთის მიერ ემიტირებული ყველა ტიპის Visa და MasterCard ბარათი გარდა ბიზნეს ბარათისა. ასევე არ დაემატება უჩიპო ბარათები - ვიზა ელექტრონი და მაესტრო ბარათები.
Google Pay-ს გამოყენებისას ლიბერთი არ აწესებს დამატებით საკომისიოს.
დაუკავშირდი ლიბერთის მომხმარებელთა მხარდაჭერის დეპარტამენტს ნომერზე: +995 32 2 55 55 00 და მოითხოვეთ ბარათის დაბლოკვა ან ამოღება Google wallet-იდან.
მოწყობილობის დაბლოკვა მოწყობილობიდანაც შეიძლება. დეტალური ინსტრუქცია იხილე ბმულზე.
თუ ცვლი ან აახლებ მოწყობილობას, მაშინ Google Wallet-ში ბარათის თავიდან დამატება მოგიწევს. დარწმუნდი რომ ბარათ(ებ)ი წაშლილია მოწყობილობიდან გაყიდვისას, გაცვლისას ან მესამე პირზე გადაცემისას, მაგალითად შეკეთებისთვის. ბარათის წაშლა ნებისმიერ დროს შეიძლება. ამისათვის გადადი Google Wallet-ში აირჩიე ბარათი რომლის წაშლაც გსურს და დააჭირე Remove ღილაკს.
გადახდების ლიმიტი მიბმულია ბარათის ლიმიტთან.
დიახ, ციფრული ბარათის დამატება შესაძლებელია როგორც მობაილ ბანკიდან ისე Google Wallet-ის აპლიკაციიდან.
ყველა გადახდაზე საჭირო არა არის ინტერნეტთან დაკავშირება, თუმცა Google-ის რეკომენდაციით, ტელეფონი რამდენიმე დღეში ერთხელ უნდა დაუკავშირდეს ინტერნეტს, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს.
დიახ შესაძლებელია. პირველად დამატებული ბარათი იქნება მთავარი გადახდის მეთოდი, თუმცა მისი შეცვლა ყოველთვის შესაძლებელია.
თუ სხვა რომელიმე ბარათით გსურს გადახდა, უბრალოდ მონიშნე სასურველი ბარათი და განახორციელე ტრანზაქცია.
ისევე როგორც ფიზიკური ბარათით გადახდისას, უკონტაქტო გადახდებზეც შეგიძლია ისარგებლო ლიბერთის ლოიალურობის პროგრამა CashBack-ით.
მობილური ტელეფონის განბლოკვისა და Google Wallet აპლიკაციის გახსნის გარეშე შესაძლებელია 100 ლარამდე ოდენობის ტრანზაქციის შესრულება.