ENG
17 ივნისი, 2024

ეიფორია

ეიფორია

 

„ეიფორიას“ შექმნა 2017 წელს დავიწყეთ. ბავშვობის მეგობრები ვართ და ამ ბიზნესის წარმოებაც ერთად გადავწყვიტეთ. მაშინ ქართული ხელნაკეთი კოსმეტიკის პროდუქტები ჩვენს ბაზარზე ნაკლებად იყო გავრცელებული, თუმცა მთელ მსოფლიოში პოპულარული გახლდათ. პროფესიით მარკეტერი და ფსიქოლოგი ვართ, ხელნაკეთი კოსმეტიკის მიმართულებით გამოცდილება არ გვქონდა, თუმცა ამ მიმართულებამ იმდენად გაგვიტაცა, შესწავლა გადავწყვიტეთ. ძალიან ბევრი კურსი გავიარეთ და დავიწყეთ ექსპერიმენტირება. ბრენდის შთაგონების წყაროდ ერთ-ერთი უცხოური ბრენდი იქცა, რომელიც ძალიან მოგვწონდა, ამიტომ ექსპერიმენტულად მისი ქართული ანალოგის შექმნას შევუდექით. წლების განმავლობაში ვატარებდით ექსპერიმენტებს, ვხვეწდით პროდუქტებს და ვაკვირდებოდით მომხმარებლის ემოციებს. ამ წლების განმავლობაში შევიმუშავეთ საკუთარი, ექსკლუზიური ფორმულებიც, რომლებიც „ეიფორიას“ ხელწერას წარმოადგენს და მომხმარებელს ძალიან უყვარს. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ეიფორიას“ პროდუქტები ევროპული სტანდარტით მზადდება.

ჩვენი მცირე ბიუჯეტით, თავდაპირველად, აბაზანის ბომბებს ვქმნიდით. „ეიფორიამ“ პოპულარობა სწორედ ამ პროდუქტით მოიპოვა. ეს სიახლე იყო ბაზარზე, ბევრმა არც კი იცოდა, რა იყო და როგორ გამოიყენებოდა ის. ვიზუალიც ისეთი აქვს, ყოველთვის იქცევს მომხმარებლის ყურადღებას. დროთა განმავლობაში, მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე შევქმენით ტანის მოვლის საშუალებები - ტანის კარაქები, სკრაბები, ზეთები, მბზინვარე ზეთები, აბაზანის საშუალებები, ტუჩის სკრაბი, ბალზამი და ა.შ. სულ მალე, თმის მოვლის ხაზსაც დავამატებთ. ეს იქნება როზმარინის ხაზი, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. თუმცა არც აქ გაჩერებას ვგეგმავთ, სამომავლოდ სახის მოვლის პროდუქტებსაც გამოვუშვებთ.

გვინდოდა, „ეიფორია“ მომხმარებლისთვის სასიამოვნო მღელვარებასთან და დადებით ემოციებთან ყოფილიყო დაკავშირებული. ჩვენი პირველი სტენდი 2018-ში გამოჩნდა, შემდეგ სხვადასხვა ადგილასაც გავხსენით. ეტაპობრივად ვამატებდით ასორტიმენტს და დღეს, 70-მდე დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე, წარმოდგენილები ვართ „გალერია თბილისში“, ვებგვერდზე, Wolt-სა და Glovo-ზე.

ჩვენი სტარტაპი ნელ-ნელა იზრდებოდა, საქმე წინ მიდიოდა და გარკვეულ ეტაპზე, მივხვდით, რომ ბიზნესის გაზრდისა და განვითარებისთვის მეტი ფინანსური რესურსი გვესაჭიროებოდა. სწორედ ამ პერიოდში დაგვიკავშირდა ლიბერთი. შეისწავლეს ჩვენი საჭიროებები და იმის შესაბამისად შემოგვთავაზეს თავიანთი პირობები, რაც ძალიან კომფორტული აღმოჩნდა ჩვენთვის. პროცესში,  ლიბერთის მხარდაჭერით, საკუთარი ვებგვერდიც დავამატეთ.

როდესაც პატარა ბიზნესი გაქვს, ძალიან რთულია ბანკის ნდობის მოპოვება და მისგან სესხზე ისეთი შეთავაზების მიღება, რომელიც შენს ფინანსურ მდგომარეობას ითვალისწინებს. ლიბერთიმ ნდობა გამოგვიცხადა და უკვე მეხუთე წელია გვერდით გვიდგას. ყოველთვის ინტერესდებიან, როგორ ვართ, როგორ ვვითარდებით. ძალიან სწრაფად ვუზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციის და ვოულობთ ნებისმიერი საკითხის საუკეთესო გადაწყვეტას. ეს კი ძალიან გვეხმარება - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალ იდეებხე ვიწყებთ მუშაობას და დამატებითი რესურსების მობილიზება გვჭირდება. მუდმივად ვგრძნობთ ლიბერთის მხრიდან მხარდაჭერას და მათი იმედი გვაქვს.