ENG
27 ივნისი, 2024

ძველი სუფრის წარმატების ისტორია

ძველი სუფრის წარმატების ისტორია

 

ჩვენი კომპანიის ისტორია 1998 წლიდან იწყება, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ეს პატარა საოჯახო საქმიანობა იყო და ლურჯი სუფრის ხელნაკეთი ნიმუშები იქმნებოდა, მხოლოდ ორ დიზაინში. შემდეგ, 2020 წლიდან მე და ჩემი მეუღლე დავინტერესდით ამ საქმით და გადავწყვიტეთ ამ სუფრების სრულმასშტაბიანი წარმოება შეგვექმნა, ახალი დიზაინები მოგვეფიქრებინა, შეგვენარჩუნებინა ძველი ტრადიციული სუფრისთვის დამახასიათებელი შტრიხები და მეტი ფერადი, თანამედროვეობაზე მორგებული დეტალი შემოგვეტანა. მიზნად გვქონდა, რომ ეს ლურჯი სუფრა არ ყოფილიყო მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატი და ყოველდღიურობაში გამოყენებად პროდუქტად გვექცია.

ეტაპობრივად, შევქმენით ახალი დიზაინები, როგორიცაა ფერადი ბროწეულები და ძველი თბილისი, რომლებიც ამ დრომდეც ჩვენს ყველაზე გაყიდვად მოდელებად რჩება. მთავარი გარდამტეხი ეტაპი ჩვენთვის წარმოების გაციფრულება იყო. ამან საშუალება მოგვცა გაგვეზარდა წარმოება, გვქონოდა უწყვეტი მიწოდება და დაგვეკმაყოფილებინა მომხმარებლების სურვილები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად გაჩნდა საჭიროება, რომ ონლაინ სივრციდან ფიზიკურ ლოკაციებზეც გამოვჩენილიყავით. ჩვენი პირველი ობიექტი „სითი მოლში“ გავხსენით, დღეს კი უკვე ხუთი ფილიალი გვაქვს.


2021 წლიდან დავიწყეთ მარკეტინგული თანამშრომლობა CASHBACK-თან, ლიბერთის ლოიალობის პროგრამასთან. კამპანიაში პირველივე ეტაპიდან ჩავერთეთ და დღემდე უწყვეტად ვმონაწილეობთ როგორც სტანდარტული, ისე დიდი ქეშბექ-აქციებით. ლიბერთისთან ურთიერთობა სწორედ ამ პერიოდიდან ჩამოგვიყალიბდა. შესაბამისად, როდესაც გაფართოება გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, სწორედ ლიბერთის მივმართეთ. მათთან თანამშრომლობის მთავარი მოტივაცია უკვე არსებული ურთიერთობა და ნდობა გახლდათ. ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა მარკეტინგული კუთხით - ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ამ კამპანიაში ჩაერთო. პარალელურად,  გავიცანით თანამშრომლები, რომლებმაც საჭირო კონტაქტები გაგვიზიარეს. პირობები ჩვენზე იყო მორგებული და სესხიც აღების საჭირო პროცედურა საკმაოდ სწრაფად და მარტივად გავიარეთ.

ლიბერთის გუნდს უკვე ჰქონდა წარმოდგენა ჩვენს ბიზნესზე და დაგვეხმარა გაგვეხსნა ახალი ფილიალი ბათუმში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან, ახალ ეტაპს წარმოადგენდა. ლიბერთისთან ამ კუთხით თანამშრომლობაც ძალიან პოზიტიური აღმოჩნდა. ძალიან ინდივიდუალურად მოგვიდგნენ. მოისმინეს ჩვენი ისტორია, საჭიროებები. დასაწყისიდან ამ დრომდე გვყავს ჩვენი საკრედიტო მენეჯერი, რომელიც რეგულარულად გვეკონტაქტება, ინტერესდება ჩვენი პროგრესით, საჭიროებებით...


მალე, სუფრის ხაზს სახლის სხვა აქსესუარებიც შევმატეთ - ქართული დიზაინით შექმნილი პირველი პლედი, კედლის დეკორი, ძველი ტრადიციული მუთაქები თანამედროვე დიზაინით... ნამუშევრებში ყოველთვის ვინარჩუნებთ ტრადიციულ დეტალებს. შთაგონების წყაროა არამხოლოდ ტექსტილი, არამედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - ფრესკები, ქვის ორნამენტები, ოქრომჭედლობა და ა.შ. ამ ყველაფერს ვუხამებთ თანამედროვე სტილს, ფერებს, რათა ყოველდღიურობაში გამოყენებად ნივთებად ვაქციოთ.

ძალიან მეამაყება, რომ სწრაფად ვვითარდებით, რაც სტარტაპისთვის არის კიდეც დამახასიათებელი. წლიდან წლამდე 20-22%-იანი ზრდა გვაქვს. ყოველწლიურად, სულ მცირე, ერთ ახალ ფილიალს ვხსნით, რაც ამ ზრდის განმაპირობებელი ფაქტორია. რეგულარულად ვამატებთ ახალ პროდუქტებსაც. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ რაც ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში გამოვჩნდით, საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს. ამაში ძალიან დაგვეხმარა ლიბერთი, რომელიც სწორედ იმ დროს დაგვიდგა გვერდში, როდესაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად გვქონდა. იმ პერიოდში მომხმარებლის მხრიდანაც მაღალი იყო მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე ბათუმში, ლოგისტიკა კი საკმაოდ დიდ სირთულეებს უკავშირდებოდა. დღესდღეობით, ძალიან ადვილია ბათუმსა და მის შემოგარენში ჩვენს პროდუქტებზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამავდროულად, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ CASHBACK-ის კამპანიაში მონაწილეობამაც ძალიან დადებითად იმოქმედა ჩვენს პოპულარიზაციაზე.

წინ დიდი გეგმები გვაქვს. ვგეგმავთ ფილიალებისა და სახლის ახალი აქსესუარების დამატებას. მომხმარებელს ბევრი სიახლე ელის ჩვენგან. ჩვენი ბრენდის მთავარი სათქმელი ადამიანების ერთობის სიყვარულია და სწორედ მათი შეკრების დამამშვენებელი ნივთების შექმნაა ჩვენი მიზანი.