ENG
შემნახველი მეტი

განათავსეთ ნებისმიერი ოდენობის თანხა ლარში, აშშ დოლარში, ევროში, ან გირვანქა სტერლინგში ისარგებლეთ მოქნილი პირობებით და მაღალი სარგებლით

ანაბრის პირობები:

  • ანაბრის გახსნა და მომსახურება - უფასო;
  • ანაბრის ვადა - არ არის განსაზღვრული;
  • ანაბრის ვალუტა - ლარი, აშშ დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი;
  • ანაბარზე პირველადი მინიმალური შენატანი - არ მოითხოვება;

·       
საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხორციელდება თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე პერიოდში ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის მინიმალურზე, ანუ ხელუხლებელ თანხაზე;

  • ანაბარზე სარგებლის დარიცხვა ხდება არა მხოლოდ თქვენს მიერ განთავსებულ თანხაზე, არამედ მასზე დარიცხულ სარგებელზეც;
  • ანაბარზე თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი ოდენობით;
  • ანაბრის ანგარიშზე დასაშვებია, როგორც ნაღდი, ისე უნაღდოდ თანხის ჩარიცხვები;
  • ანაბარზე განთავსებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს უფასოდ;
  • ანაბარზე განთავსებული თანხის გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს:
    • უფასოდ, თუ თანხის გატანა ხდება იმ ფილიალიდან/სერვის-ცენტრიდან, სადაც მოხდა ამ თანხის ნაღდი სახით შეტანა;
    • უფასოდ, იმ ფილიალიდან/სერვის-ცენტრიდან, სადაც მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ბანკომატის ან/და სწრაფი გადახდის (LB Pay/365) აპარატიდან მოხდა ამ თანხის ნაღდი სახით შეტანა;
    • სხვა შემთხვევაში თანხის გატანაზე გავრცელდება შესაბამისი სატარიფო პაკეტისთვის განსაზღვრული ანგარიშიდან თანხის განაღდებაზე დაწესებული მომსახურების საკომისიო;
  • ანაბრის გახსნა და მართვა შესაძლებელია სს ლიბერთი ბანკის მომსახურე ერთეულებში;
  • სარგებლის მიღების პერიოდულობა - ყოველი კალენდარული თვის ბოლოს;
  • საპროცენტო განაკვეთის ტიპი - ცვლადი;


ანაბარი „შემნახველი მეტის“ წლიური საპროცენტო განაკვეთი:

ვალუტა ნომინალური ეფექტური
ლარი 9.00% 0.90%
აშშ დოლარი 0.50% 0.05%
ევრო 0.25% 0.03%
გირვანქა სტერლინგი 0.10% 0.01%

 

*ეფექტური განაკვეთი დათვლილია იმ დაშვებით, რომ ყოველი დღის ბოლოს ანაბარზე არსებული ნაშთი შეადგენს 1,000 ერთეულს;


ანაბრის განთავსება უცხოურ ვალუტაში:

  • უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს;
  • ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს;

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში;

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით;

მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით;

გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე + 995 322 406406;

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge