ENG
დაგროვებადი ანაბარი

დაგროვებადი ანაბარი - დააგროვე განსაკუთრებული მომენტებისთვის.
მოქნილი პირობები და მაღალი სარგებელი

  • ანაბრის გახსნა და მომსახურება: უფასო
  • ანაბრის ვადა: 3 - 24 თვე
  • ანაბრის ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი, ევრო
  • თანხა ანაბრის გასახსნელად: 
    • მინიმალური: 0.01 (ლარი/აშშ დოლარი/ევრო)
    • მაქსიმალური: შეუზღუდავი
  • სარგებლის მიღების პერიოდულობა: ანაბრის ვადის ბოლოს
  • ანაბარზე თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერ დროს ანაბრის მოქმედების განმავლობაში:
    • მინიმალური/მაქსიმალური შეუზღუდავი (ლარი/აშშ დოლარი/ევრო)
  • დაგროვებადი ანაბრის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ანაბარს დაერიცხება განსხვავებული წლიური საპროცენტო განაკვეთი:
    • ლარში - 1,00%
    • აშშ დოლარში - 0.20%
    • ევროში - 0.10%
  • ანაბრის მოქმედების ვადის პერიოდში თანხის შემცირება - არ არის დაშვებული
  • საპროცენტო განაკვეთის ტიპი - ფიქსირებული

ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში. თუ უკვე სარგებლობთ ლიბერთის მომსახურებით, გახსენით ანაბარი მარტივად - მობაილ ბანკიდან და მიიღეთ სტანდარტულზე მეტი სარგებელი: ლარში გახსნილ ანაბარზე ვადის შესაბამისად +0,10%-დან +0,50%-მდე, დოლარსა და ევროში +0,15%.

ლიბერთის პერსონალური ბანკინგის მიმართულების, სტუდიო ლიბერთის პრემიუმ ნაკრების მფლობელებისთვის მოქმედებს განსაკუთრებული პირობები: +0.5%-დან 1.5%-მდე სარგებელი ვალუტის და ვადიანობის  მიხედვით. გახდი სტუდიო.

*დაგროვებად ანაბარზე თანხის დამატება შეგიძლიათ უფასო ავტომატური გადარიცხვის სერვისის საშუალებით

 

წლიური საპროცენტო განაკვეთი სარგებლის ვადის ბოლოს გატანის პირობით

*ეფექტური განაკვეთი დათვლილია ანაბარზე მინ. 1000 ერთეულის განთავსების შემთხვევაში, სარგებლის ვადის ბოლოს გატანის პირობით

პერიოდი (თვე)

ლარი აშშ დოლარი ევრო 
ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური
3 9.50% 9.84% 1.30% 1.31%    
4 9.50% 9.80% 1.30% 1.31%    
5 9.50% 9.76% 1.30% 1.30%    
6 10.05% 10.30% 1.60% 1.61% 0.30% 0.30%
7-9 10.15% 10.36% 1.70% 1.71% 0,40% 0.40%
10-12 10.50% 10.59% 1.90% 1.90% 0.90% 0.90%
13-18 10.50% 10.45% 2.00% 2.00% 1.20% 1.20%
19-24 10.60% 10.29% 2.30% 2.28% 1.30% 1.30%
 

 

 ანაბრის განთავსება უცხოურ ვალუტაში:

  • უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს;
  • ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.


გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში.
  • ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
  • მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
  • გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე + 995 322 406406.


2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge