ENG
ანგარიშის ტარიფები

ანგარიშის მომსახურების ტარიფები 2019 წლის 21 მაისამდე შეძენილი პაკეტებისთვის

ლიბერთი ბარათი არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საერთაშორისო VISA payWave / MasterCard PayPass ტიპის საბანკო ბარათი. ლიბერთი ბარათით შეგიძლიათ გადაიხადოთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ და ინტერნეტში. ბარათის უკონტაქტო ფუნქციონალი საშუალებას გაძლევთ გადაიხადოთ სწრაფად ბარათის გადახდის აპარატზე მხოლოდ ერთი მიდებით. მცირე თანხაზე არ მოითხოვება PIN კოდის შეყვანა

  შეიძინეთ ანგარიშთა პაკეტი და თვეში მხოლოდ 1.50 ლარად მიიღეთ:

  • მულტისავალუტო ანგარიში (GEL, USD, EUR, GBP)
  • პლასტიკური ბარათი - Visa Classic - payWave / MasterCard Standard - PayPass
  • შემნახველი ანაბარი (GEL, USD, EUR, GBP)
  • SMS ბანკი 
  • ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი 
  • SmartPAY/USSD მენიუ - სერვისი, რომლის მეშვეობითაც ბანკის კლიენტს ეძლევა შესაძლებლობა შეასრულოს განსაზღვრული საბანკო ოპერაციები ნებისმიერი ტიპის მობილური ტელეფონით, სპეციალური მენიუს საშუალებით. სერვისით სარგებლობისთვის კლიენტმა მობილური ტელეფონით უნდა დარეკოს ნომერზე *166#  

ანგარიშის მომსახურების ტარიფები

მომსახურების ტიპი მომსახურების ტარიფები
თანხის გადარიცხვა ეროვნულ ვალუტაში  
ლიბერთი ბანკის შიგნით უფასო
ლიბერთი ბანკის გარეთ 0.07%, მინ.1.00 ლარი
თანხის გადარიცხვა აშშ დოლარში  
ლიბერთი ბანკის შიგნით უფასო
ლიბერთი ბანკის გარეთ 0.50%, მინ. 20.00 & მაქს. 500 აშშ დოლარი 
ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა ევროში  
ლიბერთი ბანკის შიგნით უფასო
ლიბერთი ბანკის გარეთ 0.50%, მინ. 20.00 & მაქს. 500 ევრო
ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა გირვანქა სტერლინგში  
ლიბერთი ბანკის შიგნით 

უფასო

ლიბერთი ბანკის გარეთ 0.50%, მინ. 20.00 & მაქს. 500 გირვანქა სტერლინგი
ნაღდი თანხის შეტანა ანგარიშზე  
ეროვნული ვალუტა უფასო
აშშ დოლარი უფასო
ევრო უფასო
გირვანქა სტერლინგი უფასო
ბარათიდან / ანგარიშიდან თანხის განაღდება  
ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში / ფილიალებში 0.60%, მინ. 1.00 ლარი / 0.50 აშშ დოლარი / 0.50 ევრო / 0.50 გირვანქა სტერლინგი
ლიბერთი ბანკის ბანკომატში 0.20%, მინ. 0.50 ლარი
ლიბერთი ბანკის ბანკომატებში ბარათის ბანკომატში მოთავსების გარეშე, უკონტაქტო წამკითხველის მეშვეობით ID ბარათის გამოყენებით თანხის განაღდებისას - 1%
თიბისი ბანკის და ბანკი ქართუს სერვის ცენტრებში / ფილიალებში 2.00%, მინ. 10.00 ლარი
თიბისი ბანკის და ბანკი ქართუს ბანკომატებში 0.60%, მინ. 1.00 ერთეული შესაბამის ვალუტაში
სხვა ბანკის სერვის ცენტრებში / ფილიალებში / ბანკომატებში 2.00% მინ. 10.00 ლარი
ვალუტის გაცვლითი ოპერაციები  
ბანკის კომერციული კურსით უფასო
ბარათის პირობები  
ბარათის ვადა 4 წელი
ბარათით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში სარგებლობა  
საქართველოში უფასო
საზღვარგარეთ უფასო
განაღდების დღიური ლიმიტი ბანკომატებში 3,000 ლარი
განაღდების დღიური ლიმიტი ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში შეუზღუდავად
განაღდების დღიური ლიმიტი სხვა ბანკებში 3,000 ლარი
სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ანგარიშწორების დღიური ლიმიტი 15,000 ლარი

 

 

იხილეთ ანგარიშის მომსახურების პირობები 

ბარათის 3D უსაფრთხოების სერვისი

 

რა არის ბარათის 3D უსაფრთხოება და რატომ უნდა ისარგებლოთ აღნიშნული სერვისით?

ბარათის 3D უსაფრთხოება წარმოადგენს ინტერნეტით საბანკო ბარათის გამოყენების დამატებით უსაფრთხოების სერვისს და ხელმისაწვდომია მხოლოდ VISA ან MasterCard-ს ტიპის საბანკო ბარათებისთვის Verified by Visa და MasterCard SecureCode სერვისების სახით.

ბარათის 3D უსაფრთხოების სერვისის მეშვეობით შესაძლებლობა გაქვთ, ინტერნეტით განხორციელებული ტრანზაქციების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, საბანკო ბარათის გამოყენება დაადასტუროთ პირადი მობილური ტელეფონის ნომერზე მიღებული ერთჯერადი სმს ვერიფიკაციის კოდით და შესაბამისად შეამციროთ საბანკო ბარათის უცხო პირის მიერ ინტერნეტით გამოყენების რისკი.

ბარათის 3D უსაფრთხოების სერვისის გასააქტიურებლად ეწვიეთ ლიბერთის ბანკის უახლოეს სერვის ცენტრს. გაითვალისწინეთ, რომ მომსახურების გასააქტიურებლად საჭიროა ჩართული გქონდეთ სმს ბანკის სერვისი, პირადი მობილური ტელეფონის ნომერზე.

სერვისით მომსახურების საკომისიო შეადგენს - 0.00 ლარს.

3D უსაფრთხოების სერვისი მოქმედებს მისი გააქტიურებიდან საბანკო ბარათის მოქმედების ვადის ბოლომდე ან ბარათის მფლობელის მიერ ბანკისათვის სერვისის გაუქმების შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე.