ENG
კონვერტაციის სქემები საბარათე ოპერაციის შესრულებისას

იხილეთ განახლებული კონვერატაციის სქემა საბარათე ოპერაციის შესრულებისას

მულტისავალუტო (უნივერსალური) ანგარიში

თუ ოპერაცია სრულდება ანგარიშის ვალუტაში (ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი):

ოპერაცია ანგარიშზე აისახება იმ ვალუტაში რა ვალუტაშიც მოხდა ტრანზაქციის შესრულება. იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი ვალუტის ანგარიშზე არ არის საკმარისი ნაშთი, თანხის შეგროვება მოხდება ნაშთის ან  ოვერდრაფტის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით გადახურვის დროს ბანკში არსებული კომერციული კურსით.


მაგალითი #1:

უნივერსალურ ანგარიშზე, რომელზეც განთავსებულია: 100 ლარი, 50 აშშ დოლარი და 50 ევრო და ასევე ჩართული აქვს 100 ლარიანი ოვერდრაფტი. კლიენტს ვალუტის პრიორიტეტები აქვს არჩეული შემდეგნაირად:

  • ძირითადი ვალუტა: აშშ დოლარი;
  • პრიორიტეტი 2: ლარი;
  • პრიორიტეტი 3: ევრო;
  • პრიორიტეტი 4: გირვანქა სტერლინგი;

ოპერაცია შესრულდა პლასტიკური ბარათით ლარში, მაგალითად 250 ლარის ოდენობით, უნივერსალური ანგარიშიდან ამ ოპერაციის ანგარიშწორების მიზნით უნდა ჩამოიჭრას 250 ლარი.
მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვალუტა იყო არჩეული როგორც ძირითადი, 250 ლარის ჩამოჭრა მოხდება ლარის ანგარიშიდან, რადგან ლარში განხორციელებული ოპერაციების ანგარიშწორების ვალუტაა ლარი.

  1. ოვერდრაფტის პრიორიტეტი
    იქიდან გამომდინარე, რომ არჩეულია ოვერდრაფტის პრიორიტეტულობა, სისტემა ჩათვლის, რომ ლარის ანგარიშზე ანგარიშსწორებისთვის არის 200 ლარი. შესაბამისად ანგარიშსწორებისთვის საჭირო დარჩენილი თანხა 50 ლარის ოდენობით დაკონვერტირდება ლარის ანგარიშზე აშშ დოლარის ანგარიშიდან, ბანკში არსებული კომერციული კურსით რადგან აშშ დოლარს ევროსთან შედარებით მინიჭებული აქვს უფრო მეტი პრიორიტეტი.
     
  2. ნაშთის პრიორიტეტი
    იქიდან გამომდინარე, არჩეულია ნაშთის პრიორიტეტულობა, სისტემა ჩათვლის, რომ ლარის ანგარიშზე ანგარიშსწორებისთვის არის 100 ლარი. შესაბამისად ანგარიშსწორებისთვის საჭირო დარჩენილი თანხა 150 ლარის ოდენობით დაკონვერტირდება ლარის ანგარიშზე აშშ დოლარის ანგარიშიდან, ბანკში არსებული კომერციული კურსით რადგან აშშ დოლარს ევროსთან შედარებით მინიჭებული აქვს უფრო მეტი პრიორიტეტი.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ აშშ დოლარის ანგარიშზე არსებული ნაშთი არ იქნება საკმარისი 150 ლარის შესავსებად ნარჩენი თანხის კონვერტაცია ბანკში არსებული კომერციული კურსით განხორციელება მომდევნო პრიორიტეტული ვალუტიდან მანამ სანამ არ მოხდება ლარის ანგარიშის სრულად შევსება.


მაგალითი #2:

ოპერაციის შესრულდა პლასტიკური ბარათით  ფუნტში, მაგალითად 50 ფუნტის ოდენობით, უნივერსალური ანგარიშიდან ამ ოპერაციის ანგარიშწორების მიზნით უნდა ჩამოიჭრას 50 ფუნტი.
მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვალუტა იყო არჩეული როგორც ძირითადი, 50 ფუნტის ჩამოჭრა მოხდება ფუნტის ანგარიშიდან, რადგან ფუნტში განხორციელებული ოპერაციების ანგარიშწორების ვალუტაა ფუნტი.

  1. ოვერდრაფტის პრიორიტეტი
    სისტემა პირველ რიგში მიაკითხავს ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ანგარიშს - აშშ დოლარს, ანგარიშსწორებისთვის საჭირო თანხის შეგროვება დაიწყება ვალუტების პრიორიტეტულობის მიხედვით აშშ დოლარი, ლარი (ოვერდრაფტის ლიმიტის გათვალისწინებით), ევრო. 50 ფუნტის შეგროვება ანგარიშებიდან მოხდება ბანკში არსებული კომერციული კურსით.
     
  2. ნაშთის პრიორიტეტი
    სისტემა პირველ რიგში მიაკითხავს ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ანგარიშს - აშშ დოლარს. შესაბამისად ანგარიშსწორებისთვის საჭირო თანხის შეგროვება დაიწყება ვალუტების პრიორიტეტულობის მიხედვით აშშ დოლარი, ლარი(ოვერდრაფტის ლიმიტი არ გაითვალისწინება), ევრო. 50 ფუნტის შეგროვება ანგარიშებიდან მოხდება ბანკში არსებული კომერციული კურსით.

თუ ოპერაცია სრულდება ანგარიშის ვალუტებისგან (ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი) განსხვავებულ ვალუტაში

ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ფუნტისგან განსხვავებულ ვალუტაში შესრულებული ოპერაციებისთვის ანგარიშსწორების ვალუტაა აშშ დოლარი, შესაბამისად მსგავსი ოპერაციები აისახება აშშ დოლარის ანგარიშზე.  ტრანზაქციის ვალუტის აშშ დოლართან კონვერტაცია ხდება VISA/MC-ის კურსით. ოპერაციის შესრულების მომენტში და ტრანზაქციის დამუშავების დღეს VISA/MC-ის კურსი შესაძლებელია იყოს განსხვავებული. VISA ბარათით ოპერაციის შესრულებისას ოპერაციის თანხას დაემატება ტრანზაქციის თანხის 1.00%.

უნივერსალურ ანგარიშზე, რომელზეც განთავსებულია: 100 ლარი 1 აშშ დოლარი და 50 ევრო. კლიენტს ვალუტის პრიორიტეტები აქვს არჩეული შემდეგნაირად:

  • ძირითადი ვალუტა: ლარი;
  • პრიორიტეტი 2: აშშ დოლარი;
  • პრიორიტეტი 3: ევრო;
  • პრიორიტეტი 4: გირვანქა სტერლინგი.

ოპერაცია შესრულდა პლასტიკური ბარათით თურქულ ლირაში,  მაგალითად 50 ლირის ოდენობით, უნივერსალური ანგარიშიდან ამ ოპერაციის ანგარიშწორების მიზნით უნდა ჩამოიჭრას 50 ლირის შესაბამისი აშშ დოლარი VISA/MC-ის კურსით, რადგან ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ფუნტისგან განსხვავებულ ვალუტაში  განხორციელებული ოპერაციების ანგარიშწორების ვალუტაა აშშ დოლარი.

50 ლირის ექვივალენტი აშშ დოლარში, რომელიც დათვლილია VISA/MC-ის კურსით, ჩამოიჭრება აშშ დოლარის ანგარიშიდან, ხოლო ანგარიშსწორებისთვის არასაკმარისი ნაშთის შეგროვება დაიწყება ვალუტის პრიორიტეტულობის მიხედვით ლარი, ევრო, ფუნტი.

 

მონოვალუტური ანგარიში

თუ ოპერაცია სრულდება ანგარიშის ვალუტაში ანგარიშზე თანხა აისახება კონვერტაციის გარეშე, ხოლო ანგარიშისგან განსხვავებულ ვალუტაში შესრულებული ოპერაცია ანგარიშზე აისახება კონვერტაციით:

მაგალითი #1:
ოპერაცია შესრულდა პლასტიკური ბარათით აშშ დოლარში,  მაგალითად 50 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნული ტრანზაქციის ანგარიშსწორება ხდება აშშ დოლარში, მაგრამ რადგან კლიენტის ანგარიში გახსნილია მხოლოდ ლარში ოპერაცია აისახება ლარის ანგარიშზე ბანკის კომერციული კურსით.

მაგალითი #2:
ოპერაცია შესრულდა პლასტიკური ბარათით თურქულ ლირაში,  მაგალითად 50 ლირის ოდენობით, აღნიშნული ტრანზაქციის ანგარიშსწორება ხდება აშშ დოლარში VISA/MC-ის კურსით. VISA ბარათით ოპერაციის შესრულებისას ოპერაციის თანხას დაემატება ტრანზაქციის თანხის 1.00%.
რადგან კლიენტის ანგარიში გახსნილია მხოლოდ ლარში ოპერაცია აისახება ლარის ანგარიშზე ბანკის კომერციული კურსით.

VISA და MasterCard- ის გაცვლითი კურსების ნახვა შესაძლებელია შემდეგ საიტებზე:

VISA: https://www.visa.com.ge/en_GE/support/consumer/travel-support/exchange-rate-calculator.html

MasterCard: https://www.mastercard.us/en-us/consumers/get-support/convert-currency.html