ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
მომხმარებელთა ფინანსური ინფორმაციის მიმოცვლის გასამარტივებლად
ღია ბანკინგი ევროკავშირის მიერ ინიციირებული, ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც ელექტრონული საგადახდო სერვისების ევროპული რეგულაციის (PSD2) ფარგლებში შემუშავდა. მისი მეშვეობით, გეძლევათ საშუალება, თქვენი თანხმობით, ერთ სივრცეში მარტივად გაცვალოთ თქვენი ფინანსური ინფორმაცია ბანკებს შორის. ეს მოგცემთ შესაძლებლობას გაიმარტივოთ საკუთარი ფინანსების კონტროლი და მართვა.
ღია ბანკინგის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, როგორც გააზიაროთ, ასევე მომენტალურად გამოითხოვოთ შემდეგი ტიპის ინფორმაცია
გარდა ანგარიშების ინფორმაციისა, ლიბერთის ღია ბანკინგის API-ს მეშვეობით, ხელმისაწვდომი გახდება გამარტივებული ავტორიზაციისა და გადახდის ინიციირების სერვისები.
დამატებით, ღია ბანკინგის ფარგლებში, უფლება გეძლევათ ერთ ბანკში არსებული ანგარიშის მეშვეობით, მარტივად - სრულად ან ნაწილობრივ გააზიაროთ საკუთარი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (KYC) სხვა, ღია ბანკინგში ჩართულ, ფინანსურ ინსტიტუტში - რაც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ ანგარიშის შექმნის პროცედურებს.
ღია ბანკინგის მიზანი გადახდების უსაფრთხოების ზრდა, ინოვაციების წახალისება და ამასთანავე, საბანკო სერვისების უახლეს ტექნოლოგიებთან ადაპტაციის ხელშეწყობაა.
ღია ბანკინგის სერვისების ხელმისაწვდომობის კვარტალური სტატისტიკა