ENG
ფულადი გზავნილები ბანკომატიდან

მიიღეთ ან გააგზავნეთ ფულადი გზავნილები ლიბერთის ბანკომატებიდან

ლიბერთი ბანკის ბანკომატების გამოყენებით, ახლა უკვე შეგიძლიათ მიიღოთ და გააზავნოთ ფულადი გზავნილები ნებისმიერ დროს, საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი 500-მდე ბანკომატიდან.

სერვისი ვრცელდება „ლიბერთი ექსპრესის“ ადგილობრივ გზავნილზე. ასევე, ბანკომატიდან შესაძლებელია შემდეგი საერთაშორისო გზავნილების მიღება - ContactRiaWelsendUnistreamZolotaya Korona.

მომსახურება ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ბარათებისთვის:

  • Visa Classic/MC Standard
  • Visa Gold/MC Gold
  • Visa Platinum
  • Visa Infinite

გაეცანით ინსტრუქციას, როგორ უნდა მიიღოთ და გააგზავნოთ ფულადი გზავნილი ბანკომატიდან:

  1. მოათავსეთ ბარათი ბანკომატში, აირჩიეთ სასურველი ენა და შეიყვანეთ პინ კოდი.
     
  2. მთავარ მენიუში აირჩიეთ ფულადი გზავნილები.
     
  3. აირჩიეთ გზავნილის მიღების ან გაგზავნის სასურველი ოპერაცია:
    - ლიბერთი ექსპრესის მიღება.
    - ლიბერთი ექსპრესის გაგზავნა.
    - საერთაშორისო გზავნილის მიღება.
     
  4. ლიბერთი ექსპრესის მიღება
    - შეიყვანეთ გზავნილის კოდი.
    - შეიყვანეთ გზავნილის თანხა ლარში. ოპერაციის დამუშავების შემდეგ, თანხა მომენტალურად აისახება თქვენს ბარათზე.
  5. ლიბერთი ექსპრესის გაგზავნა
    - შეიყვანეთ გზავნილის მიმღების პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და მობილურის ნომერი.
    - შეიყვანეთ გზავნილის თანხის ოდენობა.
    - გადაამოწმეთ ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს დადასტურება, ან საჭიროების შემთხვევაში დააკორექტირეთ.
    - ოპერაციის დამუშავების შემდეგ, გზავნილის კოდს მობილურის ნომერზე მიიღებთ როგორც თქვენ, ასევე გზავნილის მიმღები.
     
  6. საერთაშორისო გზავნილის მიღება
    - გაეცანით ვალუტის გაცვლით კურსებს და დააჭირეთ ღილაკს დადასტურება.
    - შეიყვანეთ გზავნილის კოდი.
    - აირჩიეთ რომელ ვალუტაში გსურთ გზავნილის მიღება.
    - შეიყვანეთ გზავნილის თანხა.
    - თუ თქვენი ანგარიშის ვალუტა ემთხვევა გამოგზავნილი თანხის ვალუტას, ოპერაცია დასრულდება და გზავნილს მომენტალურად მიიღებთ.
    - თუ თქვენი ანგარიში მონოვალუტურია და არ ემთხვევა გამოგზავნილი თანხის ვალუტას, ეკრანზე გამოჩნდება კონვერტაციის გვერდი. გაეცანით პირობებს, დაადასტურეთ ოპერაცია და მიიღეთ გზავნილი მომენტალურად.
    - თუ თქვენი ანგარიში მულტისავალუტოა და არ ემთხვევა გამოგზავნილი თანხის ვალუტას, აირჩიეთ სასურველი ანგარიში, გაეცანით კონვერტაციის პირობებს, დაადასტურეთ ოპერაცია და მიიღეთ გზავნილი მომენტალურად.

იხილეთ ბანკომატების ადგილმდებარეობა ინტერაქტიულ რუკაზე.