ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ჩაიტარეთ უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური კვლევები ინოვაციურ მობილურ კლინიკაში ‘MyDoc’
მაღალტექნოლოგიური ტელესამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მიკროავტობუსი, ლიბერთის მობილურ მანქანებთან ერთად საქართველოს რეგიონებში მოძრაობს. საბანკო მომსახურების მიღებასთან ერთად, მსურველებს უტარდებათ სამედიცინო კვლევები გულ-სისხლძარღვოვანი და სასუნთქი გზების დაავადებების ნაადრევი გამოვლენის მიზნით. უფასო სერვისით სარგებლობისთვის საკმარისია ლიბერთის სოციალური ბარათის წარდგენა.
საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ადგილზევე ჩაუტარდებათ დისტანციური ვიდეო კონსულტაციები ექიმ სპეციალისტებთან.
MyDoc, როგორც პაციენტზე ორიენტირებული ტელესამედიცინო ჰაბი, ინოვაციური მიდგომითა და პორტატული ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს დისტანციური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
MyDoc საკონტაქტო ინფორმაცია: 032 242 09 99 www.mydoc.ge