ENG
შემნახველი ანაბარი

განათავსეთ ნებისმიერი ოდენობის თანხა აშშ დოლარში, ევროში ან გირვანქა სტერლინგში ისარგებლეთ მოქნილი პირობებით და მაღალი სარგებლით

განათავსეთ შემნახველ ანაბარზე ნებისმიერი ოდენობის თანხა თქვენთვის სასურველი ვადით, ისარგებლეთ მოქნილი პირობებით და მიიღეთ მაღალი სარგებელი

ანაბრის პირობები:

  • ანაბრის გახსნა და მომსახურება - უფასო
  • ანაბრის ვალუტა - ლარი, აშშ დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი
  • ანაბარზე პირველადი მინიმალური შენატანი - არ მოითხოვება
  • ანაბარზე სარგებლის დარიცხვა ხდება არა მხოლოდ თქვენ მიერ განთავსებულ თანხაზე, არამედ მასზე დარიცხულ სარგებელზეც
  • ანაბარზე თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი ოდენობით
  • ანაბრის ანგარიშზე შესაძლებელია უნაღდო ჩარიცხვები
  • ანაბარზე განთავსებული თანხის ან/და დარიცხული სარგებლის გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, საკომისიოს გარეშე**
  • ანაბრის მართვა შეგიძლიათ ინტერნეტ ბანკის მეშვეობით

შემნახველი ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთი


შემნახველი ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთი:

ვალუტა ნომინალური ეფექტური
ლარი 7.00% 7.47%
აშშ დოლარი 1.50% 1.52%
ევრო 0.25% 0.25%
გირვანქა სტერლინგი 0.10% 0.10%

*ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მითითებულია შემდეგი დაშვებით: მეანაბრე ანაბარზე ათავსებს 1,000.00 აშშ დოლარს 2018 წლის 01 იანვარს და შემდგომში არ ახორციელებს შენატან(ებ)ს. მოცემულია მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთები.

**შემნახველ ანაბარზე უნაღდო სახით ჩარიცხული თანხის ფარგლებში თანხის განაღდების საკომისიო ფასიანია და საკომისიო განისაზღვრება ბანკის მოქმედი ტარიფების მიხედვით.

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა  დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge