ENG

მამუკა წერეთელი

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი
ამოსაბეჭდი ვერსია
2018 დანიშვნის თარიღი

მამუკა წერეთელი სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 2018 წლის დეკემბერში დაინიშნა. მამუკა არის America-Georgia Business საბჭოს პრეზიდენტი, Georgian House of Greater Washington, LLC-ის დამფუძნებელი და დირექტორი, American Foreign Policy Council-ში Central Asia-Caucasus Institute-ის უფროსი მკვლევარი. ის ასევე American University’s School of International Service-ის ფაკულტეტის წევრია (Washington, DC & John Hopkins SAIS).

2013 წლის 11 მაისამდე მამუკას ამერიკის უნივერსიტეტის School of International Service (SIS)-ის Center for Black Sea-Caspian Studies-ის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მანამდე ის ასისტენტ პროფესორად მუშაობდა (2007-2011) და ამერიკული უნივერსიტეტის დამხმარე ფაკულტეტის წევრი იყო (2002-2007). 2006-2007 წლებში მამუკა George Washington University-ში Elliott School of International Affairs-ის  დეკანატის წევრი იყო, სადაც ასწავლიდა ენერგო და სამოქალაქო უსაფრთხოებას.

12 წლის განმავლობაში მამუკა America-Georgia Business Council (AGBC)-ის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. ამჟამად ის ორგანიზაციის პრეზიდენტია. საბჭო არის საქართველოში აშშ-ის ბიზნეს ინტერესების ხელშეწყობის და აშშ-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი ინსტრუმენტი.

მამუკას სახელს უკავშირდება AGBC-ს მიერ ორგანიზებული 20-ზე მეტი ყოველწლიური კონფერენციები, რომელიც ქართულ-ამერიკულ ეკონომიკურ პარტნიორობას მიძღვნილი საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ყველაზე პოპულარული ფორუმების სერია გახდა.

ყოველწლიური კონფერენციების გარდა, მამუკა უძღვებოდა და ორგანიზებას უწევდა საქართველოში პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებულ სტრატეგიულ დაგეგმვის მრავალ სესიას. ამ სესიებს სხვადასხვა დროს ესწრებოდნენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IMF, World Bank, IFC, EBRD) წარმომადგენლები, ა.შ.შ.-ს ექსპორტიორი სააგენტოები (Ex-Im Bank, OPIC, TDA), დონორი სააგენტოები (USAID, MCC), აშშ-ის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, რეგიონის კერძო კომპანიები და ექსპერტები.

2007-2008 წლებში მამუკა წერეთელი ხელმძღვანელობდა ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს საქართველოსთვის ტურიზმის სტრატეგიისა და საინვესტიციო გეგმის პროექტს, რომელიც დაფინანსებული იყო US Trade and Development Agency-ის მიერ.

სხვა პროფილები

ბრუნო ბალვანერა

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

ბრუნო ბალვანერა სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა.

მაგდა მაღრაძე

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

მაგდა მაღრაძე სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა.

ირაკლი რუხაძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ირაკლი რუხაძე სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2021 წლის დეკემბრში დაინიშნა.

მურთაზ კიკორია

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

მურთაზ კიკორია სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის თანამდებობაზე 2021 წლის დეკემბერში იქნა არჩეული.