ENG

მაგდა მაღრაძე

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი
ამოსაბეჭდი ვერსია
2019 დანიშვნის თარიღი

მაგდა მაღრაძე სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს  დამოუკიდებელ წევრად 2019 წლის აგვისტოში იქნა არჩეული.

2013 წლის სექტემბრიდან მაგდა მაღრაძე იკავებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას და ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონიანი კომპაქტის პროექტების მართვას.

2008 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე მაგდა მაღრაძე მუშაობდა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს უმაღლესი განათლების მიმართულების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სამხრეთ კავკასიის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.

2008 წლამდე, დაახლოებით 9 წლის მანძილზე, მაგდა კოორდინირებას უწევდა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ განათლებისა და კულტურის პროგრამებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. 

1995-98 წლებში მაგდა მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს საწარმოებისა და საბუღალტრო აღრიცხვის რეფორმის პროექტში“, სადაც კოორდინირებას უწევდა საბუღალტრო განათლების პროგრამების და ACCA გამოცდების ადმინისტრირებას, ასევე, ევროგაერთიანების დსთ-ის ქვეყნებისთვის ტექნიკური დახმარების (EU TACIS) და მსოფლიო ბანკის პროექტებში.

სხვა პროფილები

ბრუნო ბალვანერა

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

ბრუნო ბალვანერა სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა.

მამუკა წერეთელი

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

მამუკა წერეთელი სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 2018 წლის დეკემბერში დაინიშნა.

ირაკლი რუხაძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ირაკლი რუხაძე სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2021 წლის დეკემბრში დაინიშნა.

მურთაზ კიკორია

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

მურთაზ კიკორია სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის თანამდებობაზე 2021 წლის დეკემბერში იქნა არჩეული.