ჩვენი ქსელი
იხილეთ ლიბერთის ბანკომატების, სერვის ცენტრების, თვითმომსახურების ტერმინალების და სხვა ფიზიკური ობიექტების ადგილმდებარეობები ინტერაქტიულ რუკაზე
ვაჟა მენაბდე ლიბერთის 2020 წლის მარტში შემოუერთდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.
ვაჟა მენაბდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება აქვს. ვაჟას კარიერა 1999 წელს საქართველოს ბანკში დაიწყო, სადაც მას არაერთი პოზიცია ეკავა კორპორაციული საბანკო საქმიანობის დირექტორის მოადგილის და მიკრო დაფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციების ჩათვლით. 2010 -2016 წლებში ვაჟა მენაბდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას. 2016-2018 წლებში ვაჟას ეკავა სტარტაპ საქართველოს დირექტორის პოზიცია. 2018 წელს ვაჟა მენაბდეს პაშა ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა.
ვაჟა მენაბდე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და საერთაშორისო ეკონომიკის MBA ხარისხს. 2019 წლიდან ვაჟა ფლობს გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (Grenoble Ecole de Management, France) MBA ხარისხს.
დავით აბაშიძე ლიბერთის 2021 წლის იანვარში შემოუერთდა გენერალური დირექტორის მოადგილის, რისკების დირექტორის პოზიციაზე.
ვახტანგ ბაბუნაშვილი ლიბერთის 2020 წლის ივლისში შემოუერთდა ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო 2021 წლის იანვარში გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიცია დაიკავა.
ვასილ ხოდელი ლიბერთი ბანკს 2019 წლის 30 დეკემბერს შემოუერთდა გენერალური დირექტორის პოზიციაზე.