ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
თორნიკე ბენიძე ლიბერთის 2017 წლის აგვისტოში შემოუერთდა ციფრული ბანკინგის განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე, 2020 წლის ივლისიდან კი ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის პოზიცია დაიკავა.
თორნიკე ბენიძეს აქვს 15 წლიანი გამოცდილება ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, განვითარებისა და მართვის მიმართულებით, საბანკო, სატელეკომუნიკაციო, ენერგო და სხვა სფეროების წამყვან კომპანიებში.
თორნიკე ფლობს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაკალავრის და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხს.
ვაჟა მენაბდე ლიბერთის 2020 წლის მარტში შემოუერთდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.
გიორგი გვაზავა ლიბერთის 2022 წლის ივნისში შემოუერთდა რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე.
ვახტანგ ბაბუნაშვილი ლიბერთის 2020 წლის ივლისში შემოუერთდა ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო 2021 წლის იანვარში გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიცია დაიკავა.
ბექა გოგიჩაიშვილი სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე 2022 წლის ივნისში დაინიშნა.