ENG

ნინო ჩადუნელი

საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი
ამოსაბეჭდი ვერსია
2025 დანიშვნის თარიღი

ნინო ჩადუნელი ლიბერთის 2025 წლის თებერვლიდან, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორის პოზიციაზე შემოუერთდა. 

ნინო ჩადუნელი საბანკო სფეროს პროფესიონალია, რომელსაც ფინანსურ სექტორში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. ლიბერთის გუნდში შემოერთებამდე, ნინო იკავებდა საცალო საბანკო მიმართულებით ლიდერულ პოზიციებს ‘თიბისი’-ში. ბოლო წლებში  იგი პასუხისმგებელი იყო ‘თიბისი’-ს უზრუნველყოფილი სესხების ბიზნესის მიმართულებაზე.

ნინო ჩადუნელი ფლობს GIPA-ს მაგისტრის ხარისხს.

სხვა პროფილები

თორნიკე ბენიძე

ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი

თორნიკე ბენიძე ლიბერთის 2017 წლის აგვისტოში შემოუერთდა ციფრული ბანკინგის განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე, 2020 წლის ივლისიდან კი ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის პოზიცია დაიკავა.

ვაჟა მენაბდე

მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი

ვაჟა მენაბდე ლიბერთის 2020 წლის მარტში შემოუერთდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.

გიორგი გვაზავა

გენერალური დირექტორის მოადგილე, რისკების დირექტორი

გიორგი გვაზავა ლიბერთის 2022 წლის ივნისში შემოუერთდა რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე.

ვახტანგ ბაბუნაშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი

ვახტანგ ბაბუნაშვილი ლიბერთის 2020 წლის ივლისში შემოუერთდა ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო 2021 წლის იანვარში გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიცია დაიკავა.

ბექა გოგიჩაიშვილი

გენერალური დირექტორი

ბექა გოგიჩაიშვილი სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე 2022 წლის ივნისში დაინიშნა.