ENG
14 მაისი, 2019

ლიბერთისა და ნიუ ჰოსპიტალსის სოციალური პროგრამის მეორე ეტაპი იწყება

ლიბერთისა და ნიუ ჰოსპიტალსის სოციალური პროგრამის მეორე ეტაპი იწყება

 

ლიბერთისა და ნიუ ჰოსპიტალსის ერთობლივი პროგრამა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება და ამიერიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ისარგებლებენ.
 
2018 წელს დაწყებული ურთიერთთანამშრომლობიდან დღემდე, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ თბილისის მასშტაბით ლიბერთის სოციალური ბარათის 11 250-მა მფლობელმა ისარგებლა. ლიბერთის 90-მდე ფილიალში, კატარაქტისა და გლაუკომის უფასო სკრინინგის შემდგომ, დამატებითი უფასო კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 3157 პაციენტს ჩაუტარდა. წარმატებით განხორციელდა ოფთალმოლოგიური ოპერაციები და სხვადასხვა კვლევები კარდიოლოგიური, ტრავმატოლოგიური და ინსულტის პრევენციის მიმართულებით.
 
14 მაისიდან, რეგიონში მცხოვრები სოციალური ბარათის მფლობელები, ,,ნიუ ჰოსპიტალსში" თვალის, გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების და სახსრების, ასევე სხვა სახის გამოკვლევების ჩატარებას უფასოდ ან დიდი ფასდაკლებით შეძლებენ.
 
„ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში წარმატებით განხორციელებულმა პროექტებმა გადაგვაწყვეტინა გავაფართოვოთ და უფრო მასშტაბური გავხადოთ სპეციალურად შემუშავებული უპრეცენდენტო პროგრამა. დღეიდან, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის ყველაზე მიუვალ ადგილებში მცხოვრები პირები შეძლებენ სამედიცინო სერვისების მიღებას. ნიუ ჰოსპიტალსთან თანამშრომლობით ჩვენ საშუალება მოგვეცა, ვიზრუნოთ როგორც პენსიონერებზე, ასევე სოციალური ბარათების სხვა მფლობელებზე. ისინი მუდმივ ზრუნვას საჭიროებენ'' - განაცხადა „ლიბერთი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
 
„ნიუ ჰოსპიტალსი მზად არის განახლებული, უფრო მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის გასამართად. 127 წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მიუვალ ადგილებშიც ჩაატარებს ოფთალმოლოგიური დაავადებების სკრინინგს მათთვის, ვისთვისაც ეს სამედიცინო სერვისები აქამდე ხელმიუწვდომელი იყო.“ - განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა.
 
 
ლიბერთის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში ოფთალმოლოგიური დაავადებების უფასო სკრინინგის გრაფიკი 2019 წლის მაისსა და ივნისში:
 
რუსთავი
 
21 მაისი - ტაშკენტის ქ. 5
22, 23 მაისი - მეგობრობის გამზ. 3
24 მაისი - კოსტავას ქ. 21, მერიის მიმდებარე ტერიტორია
 
გარდაბანი: 28, 29, 30, 31 მაისი - აღმაშენებლის გამზ. 89
 
მარნეული: 4, 5, 6, 7 ივნისი - რუსთაველის ქ. 51ა
 
დმანისი: 11, 12, 13 ივნისი - წმინდა ნინოს ჩიხი 29
 
თეთრიწყარო: 14, 18 ივნისი - თამარ მეფის გამზ. 12
 
წალკა: 19, 20, 21 ივნისი - კიროვის ქ. 3
 
ბოლნისი: 24, 25, 26, 27, 28 ივნისი - სულხან საბას ქ. 107