ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
დღეს სს “საქართველოს სახალხო ბანკმა” (შემდგომში “ბანკი”) 2010 წლის იანვარ-თებერვალში მთლიანი აქტივების 12.0%-ით 364.3 მილიონ ლარამდე (2009 წლის სექტემბერთან შედარებით 30.4%-ით გაიზარდა) გაზრდის შესახებ განაცხადა. კლიენტების მიმდინარე ანგარიშები და დეპოზიტები 2009 წლის დეკემბერთან შედარებით 13.2%-ით, ხოლო 2009 წლის სექტემბერთან შედარებით 47.9%-ით გაიზარდა და 2010 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით 230.2 მილიონ ლარს მიაღწია. ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშები და ვადიანი დეპოზიტები 2009 წლის დეკემბერთან შედარებით 23.7%-ით, ხოლო 2009 წლის სექტემბერთან შედარებით 19.0%-ით გაიზარდა და 2010 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით 95.8 მილიონ ლარს გაუტოლდა. კორპორატიული კლიენტების მიმდინარე ანგარიშები და ვადიანი დეპოზიტები 2009 წლის დეკემბერთან შედარებით 6.4%-ით, ხოლო 2009 წლის სექტემბერთან შედარებით 89.0%-ით გაიზარდა და 2010 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით 118.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 2010 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით 330.9 მილიონი ლარი შეადგინა და 2009 წლის დეკემბერთან შედარებით 5.0%-ით, ხოლო 2009 წლის სექტემბერთან შედარებით 25.8%-ით გაიზარდა. ბანკის მთლიანმა სააქციო კაპიტალმა 2010 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით 33.4 მილიონ ლარს მიაღწია და 2009 წლის 31 დეკემბერთან შედარებით 227.5%-ით გაიზარდა.