ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
1. რას ითვალისწინებს „პენსია ჩარიცხვამდე“?
"პენსია ჩარიცხვამდე" არის ლიბერთი ბანკის მიერ მომხმარებლისთვის სერვისის გაუმჯობესების და გამარტივების მიზნით შექმნილი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სახელმწიფოს მიერ საპენსიო/ სხვა სოციალური თანხის ჩარიცხვამდე წინასწარ მიიღოს კუთვნილი პენსია/სოციალური გასაცემელი;
2. რამდენია „პენსია ჩარიცხვამდე“ მომსახურების საკომისიო?
მომსახურების საკომისიოს ოდენობა სიმბოლურია და განისაზღვრება 15 თეთრიდან 80 თეთრამდე. საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია მომსახურების გააქტიურების თარიღზე და თანხის მოცულობაზე.
3. ვის შეუძლია „პენსია ჩარიცხვამდე’’ სარგებლობა?
„პენსია ჩარიცხვამდე“ სარგებლობა შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო პენსიის და სხვა სოციალური გასაცემლის მიმღებ პირს (გარდა დევნილთა და სოციალური შემწეობისა) ასაკის მიუხედავად, რომლის ყოველთვიური პენსია/სოციალური გასაცემელი განისაზღვრება 45 ლარიდან 300 ლარამდე მოცულობით.
4. შესაძლებელია თუ არა „პენსია ჩარიცხვამდე“ გააქტიურება სხვა სოციალური გასაცემლების გათვალისწინებით?
"პენსია ჩარიცხვამდე" გულისხმობს მხოლოდ სახელმწიფო პენსიისა და სხვა სოციალური გასაცემლის წინასწარ მიღების მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების მიღება არ არის შესაძლებელი დევნილთა და სოციალური შემწეობის მიმღები პირების მიერ.
5. სად არის შესაძლებელი „პენსია ჩარიცხვამდე“ მიღება?
ბანკის ფილიალებში/სერვის ცენტრებში, ბანკის მოძრავი მომსახურების ერთეულებში და ბანკომატებზე.
6. როდის არის შესაძლებელი „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით სარგებლობა?
"პენსია ჩარიცხვამდე" სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ პენსიის ჩარიცხვამდე, ყოველი თვის 1-დან 13 რიცხვის ჩათვლით. სხვა რიცხვებში აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა არ არის შესაძლებელი.
7. შესაძლებელია თუ არა „პენსია ჩარიცხვამდე“ გააქტიურება პენსიის ოდენობაზე ნაკლები თანხით?
„პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისი ითვალისწინებს მომხმარებლისთვის პენსიის თანხის სრულად გააქტიურებას მომსახურების საკომისიოს გათვალისწინებით. ბანკომატის საშუალებით, აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მიღებული თანხის ნაწილობრივ ათვისება;
8. შესაძლებელია თუ არა „პენსია ჩარიცხვამდე“ ვადაზე ადრე დაფარვა?
ვადაზე ადრე დაფარვა არ არის შესაძლებელი.
9. რა დოკუმენტებია საჭირო „პენსია ჩარიცხვამდე“ პროდუქტით სარგებლობისათვის?
10. შესაძლებელია თუ არა „პენსია ჩარიცხვამდე“ დამატებითი ბარათით ან მინდობილობით მიღება?
„პენსია ჩარიცხვამდე“სერვისის მიღება მინდობილობის ან დამატებითი ბარათის საფუძველზე არ არის შესაძლებელი.
11. „პენსია ჩარიცხვამდე“ ბანკომატით გააქტიურების შემთხვევაში, ბანკომატიდან მხოლოდ 5-ის ჯერადი თანხის გამოტანის შესაძლებლობიდან გამომდინარე, როგორ არის შესაძლებელი ანგარიშზე დარჩენილი თანხის გამოყენება?
12. „პენსია ჩარიცხვამდე“ ბანკომატით გააქტიურებისას შესაძლებელია თუ არა პენსიის თანხის სრულად გატანა, მომსახურების საკომისიოს ანგარიშზე წინასწარ შეტანის შემთხვევაში?
დიახ, მომსახურების საკომისიოს ოდენობის თანხის ანგარიშზე შეტანის შემთხვევაში სრულად არის შესაძლებელი პენსიის თანხის მიღება.
სოციალურ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა უკვე შესაძლებელია ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაც.
13. საპენსიო სესხით/საპენსიო ოვერდრაფტით სარგებლობისას, შესაძლებელია თუ არა „პენსია ჩარიცხვამდე“ მომსახურების მიღება?
დიახ, შესაძლებელია თუ არსებული საპენსიო სესხი/საპენსიო ოვერდრაფტი არ არის ვადაგადაცილებაში.
14. რამ შეიძლება განაპირობოს „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით სარგებლობის შეზღუდვა?
15. ვის უნდა მიმართოთ თუ ბანკომატზე „პენსია ჩარიცხვამდე“ შეთავაზება არ იქნება აქტიური?
ბანკომატზე შეთავაზების არ არსებობის შემთხვევაში, მიზეზის დასადგენად მომხმარებელმა უნდა მიმართოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს/სერვის ცენტრს ან დისტანციური მომსახურების ცენტრს 032 255 55 00;