ENG
01 ივლისი, 2020

სიახლე ლიბერთის ინტერნეტ ბანკში - მოითხოვე სამომხმარებლო სესხი დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე

სიახლე ლიბერთის ინტერნეტ ბანკში - მოითხოვე სამომხმარებლო სესხი დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე

 

ლიბერთის ინტერნეტ ბანკიდან უკვე სამომხმარებლო სესხის აღება გახდა შესაძლებელი. 50, 000 ლარამდე თანხის მიღებას ლიბერთის მომხმარებლები, ბანკში ვიზიტის გარეშე, ნებისმიერი წერტილიდან შეძლებენ, სწრაფად, მარტივად და კომფორტულად.

სამომხმარებლო სესხის აპლიკაცია, ინტერნეტ ბანკის შეთავაზებების გვერდზე დაემატა, სესხების კატეოგირიაში. სესხის აქტივაციის პროცესი სრულად ონლაინ რეჟიმში სრულდება და მომხმარებლები განაცხადის შევსების გარდა, ხელშეკრულების ნახვას, აქტივაციასა და თანხის ანგარიშზე ჩარიცხვასაც სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. 

სესხზე მოთხოვნის გამოსაგზავნად, საჭიროა რომ მომხმარებლებმა სესხის  მარტივი აპლიკაცია ინტერნეტბანკიდან შეავსონ და დაეთანხმონ მათ შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შემოსავლების სამსახურსა და კრედიტინფოში. 

განაცხადის განხივლისა და ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, მომხმარებლები საბოლოო გადაწყვეტილებას ინტერნეტ და მობაილ ბანკის შეტყობინებების საშუალებით მიიღებენ.  დამტკიცების შემთხვევაში, მათთან ასევე გაიგზავნება ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი. საბოლოო თანხმობის დაფიქსირებას კი მიღებულ შეტყობინებაზე პასუხის დაბრუნებით შეძლებენ, რის შემდეგაც სესხი მომენტალურად გააქტიურება და თანხა ჩაირიცხება საბანკო ანგარიშზე. 

გააქტიურებული სესხის დეტალებს, მომხმარებლები ნებისმიერ დროს ნახავენ ინტერნეტ და მობაილ ბანკის გამოყენებით.

 ლიბერთის დისტანციური სერვისები: www.365.ge