ENG
20 აპრილი, 2021

ლიბერთის მომხმარებლებისთვის - სიახლე და განსაკუთრებული შეთავაზებები ევექსი კლინიკებში!

ლიბერთის მომხმარებლებისთვის - სიახლე და განსაკუთრებული შეთავაზებები ევექსი კლინიკებში!

 

დღეიდან, #ლიბერთიგულით პროგრამის ფარგლებში ლიბერთისა და ევექსი კლინიკების პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდა, რაც მეტ კომფორტს, უპირატესობას და შეღავათს ნიშნავს მომხმარებლებისთვის - გაუმჯობესებული და უპრეცედენტო პირობებით, სოციალური ბარათის მფლობელებთან ერთად, ლიბერთის მომხმარებელი პედაგოგებიც ისარგებლებენ.

პედაგოგები, რომლებიც ასევე სოციალური ბარათის მფლობელებიც არიან, ორივე ტიპის შეღავათით ისარგებლებენ. გადახდის დროს, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავად აირჩიონ საშეღავათო პირობა, რომლის ფასდაკლებაც უფრო მომგებიანი იქნება იმ მომენტისთვის.

ლიბერთის მომხმარებელი პედაგოგები სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის მიიღებენ უნიკალურ კოდს სმს-ით. ამ კოდის წაშლის ან დაკარგვის შემთხვევაში, მისი აღდგენა და თავიდან მიღება ლიბერთის ცხელი ხაზის დახმარებით იქნება შესაძლებელი: 032 2 55 55 00

სოციალური ბარათის მფლობელებისთვის განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა მარტივია - საჭიროა ევექსი კლინიკებში ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდა ლიბერთის ტერმინალზე

საყოველთაო დაზღვევის მქონე სოციალური ბარათის მფლობელი პირები და პედაგოგები ევექსი კლინიკებში ფასდაკლებას მიიღებენ იმ მომსახურებებზეც, რაც არ ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის მიერ.

კერძო დაზღვევის მქონე სოციალური ბარათის მფლობელი პირები კი, მიიღებენ ფასდაკლებას მომსახურებებზე, რომელიც არ ფინანსდება მათი დაზღვევის მიერ ან ამოწურულია დაზღვევის ლიმიტი.  

განსაკუთრებული პირობების გასაცნობად, გადადით თქვენთვის საინტერესო ბმულზე: