ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
"თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია" - ლიბერთის ახალი კამპანიის ფარგლებში, ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, დასაჩუქრდება:
საერთაშორისო ფულადი გზავნილების ახალ კამპანიაში ავტომატურად ჩაერთვება და მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც კამპანიის პერიოდში ლიბერთის სერვის ცენტრებსა და ფილიალებში ან/და დისტანციურ არხებში (ინტერნეტ ბანკი/მობაილ ბანკი) მიიღებს ან გაგზავნის გზავნილს მინიმუმ 200 ლარის ოდენობით (ექვივალენტი გზავნილის ვალუტაში).
ნებისმიერი საერთაშორისო ფულადი გზავნილის მიღებისას ან/და გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთს ფილიალებსა და დისტანციურ არხებში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეციალური, საუკეთესო კურსით. ფულადი გზავნილის მიმღები მომხმარებლისთვის ასევე ხელმისაწვდომია გზავნილის გათვალისწინებით სამომხმარებლო სესხის აღება.
კამპანიის პერიოდში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ჯერ არ სარგებლობს ლიბერთის უნივერსალური ანგარიშით და შეასრულებს საერთაშორისო ფულადი გზავნილის ოპერაციას(მიღება/გაგზავნა), ახალი ანგარიშის გახსნისას საჩუქრად მიიღებს სტანდარტულ პაკეტს და უფასოდ ისარგებლებს 6 თვის განმავლობაში.
გამარჯვებულების გამოვლენის დეტალური პირობები:
აქცია დაიწყო 2021 წლის 25 ნოემბერს და გაგრძელდება 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
* აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ ლიბერთის თანამშრომლები;
* მთავარი პრიზის გამოვლენაში არ მიიღებენ მონაწილეობას ის მომხმარებლები, რომლებიც 2021 წლის გზავნილების კამპანიებში უკვე დასაჩუქრდნენ მთავარი პრიზით;
* აქციის მთელი პერიოდის განმავლობაში ერთი უნიკალური მომხმარებელი დასაჩუქრდება მაქსიმუმ 10-ჯერ (ჯამური თანხა 100(ასი) ლარი);
* მთავარი პრიზის კატეგორიებში თანაბარი რაოდენობის შედეგის დადგომის შემთხვევაში კატეგორიის შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება მიღებული და გაგზავნილი თანხის მოცულობას/კონვერტაციის ტრანზაქციების რაოდენობას.