ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
14 ოქტომბრიდან, ელიტ ელექტრონიქსში, ლიბერთის განვადების ახალი აქცია იწყება - ნებისმიერ მსურველს, რომელიც ელიტ ელექტრონიქსში სასურველ პროდუქციას განვადებით შეიძენს, მინიმუმ 1,000 ლარიანი შენაძენისას 100 ლარი ქეშბექი დაუბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ ლიბერთის განვადებით შესაძლებელია რამდენიმე ნივთის ერთდროულად შეძენა - შესაბამისად, მინიმალური 1,000 ლარიანი შენაძენი მომხმარებელს, სურვილისამებრ, შეუძლია რამდენიმე ნივთისგან შეადგინოს.
ლიბერთის განვადების პარტნიორებს ელიტ ელექტრონიქსი უკვე ერთი წელია შემოუერთდა და პარტნიორობის ფარგლებში არაერთი აქცია შესთავაზა მომხმარებელს. 14 ოქტომბრიდან კი 100 ლარი ქეშბექის დაბრუნება ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება (ქეშბექის თანხა მომხმარებლის ანგარიშზე ჩაირიცხება მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ერთ მომხმარებელზე ქეშბექი გაიცემა ერთჯერადად).
განვადების აქცია მოქმედებს ელიტ ელექტრონიქსის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით და ვრცელდება მაღაზიაში ფასდაკლებულ პროდუქციაზეც. აქციით სარგებლობისთვის საკმარისია ელიტ ელექტრონიქსის ფილიალებში ლიბერთის განვადების განაცხადის შევსება - განვადების აღების პროცესი სწრაფი და მარტივია და ერთ მომხმარებელს რამდენიმე განვადებითაც შეუძლია სარგებლობა.
აღსანიშნავია, რომ გარდა ხელფასის, იჯარის ან გზავნილიდან მიღებული შემოსავლებისა, 70 წლამდე მომხმარებლებისთვის განვადებით სარგებლობა საპენსიო შემოსავლის საფუძველზეც ხელმისაწვდომია.
ლიბერთის განვადების დამტკიცება, გაცემა და წინსწრებით დაფარვა უფასოა. ლიბერთის განვადების პროგრამაში ჩართულია 1,500-ზე მეტი პარტნიორი კომპანია. პროდუქტის დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.
ელიტ ელექტრონიქსის ფილიალების მისამართებია: