ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ლიბერთი აგრძელებს სახელმწიფო ინიციატივის მხარდაჭერას, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის შესახებ და გთავაზობთ საკრედიტო საგარანტიო სქემაში ჩართვის შესაძლებლობას
პროგრამის მიზანი, იმ ბიზნესების ხელშეწყობა და წახალისებაა, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები.
საკრედიტო საგარანტიო სქემა შესაძლებელია გავრცელდეს სესხებზე, რომლის მოცულობაც 50 000 – 5 000 000 ლარის შუალედში ჯდება, ხოლო საქმიანობის სფერო ვაჭრობა, წარმოება ან მომსახურებაა.
პროგრამის ფარგლებში, სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა, ხოლო რეფინანსირება შესაძლებელია როგორც უცხოურ, ასევე ეროვნულ ვალუტაში.
საკრედიტო გარანტია გავრცელდება, პროგრამის ფარგლებში გაცემული თითოეული სესხის, ძირი თანხის მაქსიმუმ 90 პროცენტზე. სესხის მოქმედების ვადა კი მაქსიმუმ 10 წელი იქნება.
გაეცანით საკრედიტო საგარანტიო სქემის ხელშეკრულებას: https://bit.ly/3QKS5nF
დანართი 1: https://bit.ly/3BfKPul
დანართი 2: https://bit.ly/3QG2zVr
ყველა პროდუქტის ხელშეკრულებების სანახავად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3BwYxdv