ENG
აგრო დაზღვევის განვადება

დააზღვიე მოსავალი 0%-იანი განვადებით

აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პრემია ითვალისწინებს:

  • 70%-მდე სუბსიდირებას  ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებისთვის
  • 50%-მდე სუბსიდირებას ყურძნისთვის

ხოლო სადაზღვევო პრემიის დანარჩენი ნაწილი, მომხმარებელმა საკუთარი სახსრებით უნდა დაფაროს. ლიბერთის აგრო დაზღვევის განვადება გაძლევთ საშუალებას, პრემიის დანარჩენ თანხაზე ისარგებლოთ განვადებით. აგრო დაზღვევის განვადებით სარგებლობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ როგორც სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ, ასევე არასუბსიდირებულ პროექტებზე.
პროდუქტით სარგებლობა ასევე შესაძლებელია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევის მიზნით.

  • 0%-იანი განვადება
  • საშეღავათო პერიოდი სეზონურობის გათვალისწინებით
  • არ მოითხოვება უზრუნველყოფა და სხვა დამატებითი ხარჯები
  • დაზღვევის პოლისის განვადებით ყიდვა შესაძლებელია  ლიბერთის სერვისცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით

გაეცანით აგრო დაზღვევის განვადების ხელშეკრულებას: https://bit.ly/3xpreXe

ყველა პროდუქტის ხელშეკრულებების სანახავად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3BwYxdv

 

სესხის ვალუტა ლარი
საპროცენტო განაკვეთი 0%
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 0%
სესხის გაცემის საკომისიო 0%
მინიმალური თანხა 20 ლარი
მაქსიმალური თანხა  5000 ლარი
მინიმალური ვადა 3 თვე
მაქსიმალური ვადა  24 თვე