ENG
21 თებერვალი, 2022

თამუნა ჯეჯელავას ახალი მიზანი

თამუნა ჯეჯელავას ახალი მიზანი

 

ყველაფერი ბუნებრივად და დაუგეგმავად დაიწყო. შემდეგ, პროცესში უფრო და უფრო დაიხვეწა, ბევრ სხვა იდეასთან გაერთიანდა და საბოლოოდ, ჩემს ყოველდღიურ საქმიანობად იქცა. ხატვა ჩემი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ვქმნი პრინტებს და სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობ. ვხატავ როგორც ტილოზე, ასევე ციფრულად. ეს ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული პროცესია და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას მოითხოვს, რაც უფრო ამრავალფეროვნებს ჩემს საქმიანობას. მრავალფეროვნება კი, ვფიქრობ, ჩემთვის და ამ საქმიანობისთვის აუცილებელი პირობაა.

ამ საქმეში ყველაზე მეტად მომწონს, რომ ჩემი ხელოვნების დაინტერესებული ადამიანებისათვის გაზიარება შემიძლია. მათ ჩემი ტილოების, ციფრული ილუსტრაციებისა და გრაფიკულ დიზაინის ნამუშევრების შეძენა ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ. სულ ვფიქრობ, როგორ განვავითარო ეს პატარა ბიზნესი. მაგალითად, გაზაფხულისთვის ონლაინ მაღაზიის გახსნას ვგეგმავ, სადაც საწყის ეტაპზე, ჩემი ილუსტრაციებით დაპრინტულ თავსაბურავებს წარმოვადგენ.

მუდმივად ვზურნავ ამ მიმართულებით საკუთარი თავის განვითარებაზეც. ვფიქრობ, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ამ სფეროს მასშტაბებიც გაიზარდა და ვიწრო სფეციფიკური მიმართულებით რომ არ დავრჩენილიყავი, ამ ყველაფერთან ადაპტაცია ჩავთვალე საჭიროდ. ეს კი, კლასიკური მიმართულების გარდა, თანამედროვე ტექნიკების ათვისებას მოითხოვს, რაც ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა. ზოგადად, ჩვენი სფეროში, სადაც დარიცხული ფიქსირებული შემოსავალი ნაკლებადაა, ძალიან ართულებს ბანკთან ურთიერთობას. მით უმეტეს, ამას დაემატა გარემოება, რომ პირველად ვიღებდი სესხს. „ლიბერთის“ მეგობრების რჩევით მივმართე. დასამახსოვრებელი იყო მათი დამოკიდებულება ჩემ მიმართ - „ლიბერთი“ პატივისცემით მოეკიდა ჩემს საქმესა და შემოქმედებას, რაც არც ისე ხშირია. მაგრძნობინეს, რომ ეს სფერო მათთვის ღირებული და დასაფასებელია. მოვიდნენ, თავად ნახეს სახელოსნო, ნამუშევრები, შემდეგ განიხილეს და თანხმობა გამომიცხადეს. მიხარია, რომ ეს თანხა არამხოლოდ უშუალოდ საქმისთვის, არამედ, განათლების მიღებაშიც გამომადგა. „ლიბერთისთან“ ურთიერთობაში განსაკუთრებით სასიამოვნო მათი აღქმა იყო - ისინი ხელოვნებას აღიქვამენ საქმიანობად და სხვა ორგანიზაციების მსგავსად, პრაგმატულად არ უყურებენ. „ლიბერთისთან“ თანამშრომლობამ საშუალება მომცა გამევლო არაერთი საჭირო კურსი გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, რათა დამეხვეწა და გამეფართოვებინა საქმიანობის არეალი.

ძალიან ვამაყობ ჩემი პირველი გამოფენით, რომელიც მართალია პატარა იყო, მაგრამ ჩემთვის დაკავშირებულია დიდ ემოციებთან, მოტივაციასთან და სულ უფრო მეტის კეთების სურვილთან.
დიდი სურვილი და მოლოდინი მაქვს, მაქსიმალურად მოვიცვა ეს სფერო და რეალობად ვაქციო ყველა ჩანაფიქრი. მსურს, შევქმნა სრულყოფილი ბრენდი, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩემი ილუსტრაციებისა და ნახატების მოტივებზე.

ხელოვნების გარდა, სხვა ინტერესებიც მაქვს. ჩემი პირველადი პროფესია დაკავშირებულია სამედიცინო სფეროსთან. დიდი სურვილი მაქვს, ეს ორი განსხვავებული დარგი ერთმანეთთან დავაკავშირო და მათ შორის არსებული პარალელების ხელონებაში გადმოტანა შევძლო. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დავიწყე, რაც საკმაოდ დიდ დროსა და რესურს მოითხოვს. იმედი მაქვს, მალე შევძლებ ამ ყველაფრის ჩემეული ხედვით გაზიარებას.