ENG
05 დეკემბერი, 2023

უსახელაურის ვენახები

უსახელაურის ვენახები

 

ლეჩხუმში უსახელაურის მეღვინეობის აღდგენასა და განვითარებას რომ ჩაეყარა საფუძველი, 20 წელზე მეტი ხნის წინ, სწორედ ამ ადამიანების ინიციატივა ყოფილა. დღეს, „ოყურეშულის“ მეღვინეობს 22 ჰექტარს აერთიანებს და კოოპერატივი ერთ დიდ ოჯახად ჩამოყალიბდა. გარკვეულ ეტაპზე, მევენახეებმა „ლიბერთის“ მხარდაჭერით შეძლეს საქმიანობის განვითარება. დღეს კი, ამ გამოცდილებაზე გვიყვებიან.

პაატა შარაშენიძე:
ეს ამბავი იწყება სოფელ ოყურეშის ვენახებიდან, სადაც დაიბადა და განვითარდა უსახელაურის ჯიშის ვაზი და ამ პატარა მიკროზონაში გაიდგა ფესვები. უსახელაურის ვენახის გაშენება 20 წლის წინ გადავწყვიტეთ. ეს ის დროა, როცა ვენახის გაშენებით არავინ არ იყო დაკავებული. ჩვენც ჰობის სახით მივუდექით. მეღვინეობით ჩემი დიდი ბაბუა იყო დაკავებული და ვენახის სიყვარული მისგან მერგო. ჯერ საკუთარი მიწების გაშენებით დავიწყეთ, შემდეგ დამატებით შევისყიდეთ ნაკვეთები. უკვე 23 წელზე მეტია ერთად ვაკეთებთ საქმეს და სხვებიც დავიამხანაგეთ. ასე შეიქმნა კოოპერატივი 2015 წელს და ერთად ვუმკლავდებით ამ ყველაფერს. გამოწვევა კი ძალიან ბევრია - ვენახს მუდმივად სჭირდება მოვლა. მეორე მხრივ კი, თანამშრომელს რეგულარულად უნდა ჰქონდეს საქმე, რათა ადამიანური რესურსი შევინარჩუნოთ. ამან ვენახის უფრო დიდ მასშტაბზე გაშენების მოტივაცია მოგვცა. არაერთი ადამიანი შემოგვიერთდა, მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრები. კოოპერატივი გაიზარდა და გაძლიერდა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც კოოპერატივი ასე გუნდურადაა შეკრული და ორგანულად ვითარდება.
 


მეღვინეობამდე სხვა ბიზნესსაქმიანობებით ვიყავი დაკავებული თბილისში. ვაზთან ურთიერთობამ ისე გამიტაცა, რომ ეტაპობრივად გავყიდე ბიზნესები და მთლიანად მევენახეობაში გადავეშვი. მოგებიანი საქმე ნაკლებადაა, თუმცა იმდენად მტკიცედაა გამჯდარი ჩვენს დნმ-ში, რომ ვერ წარმომიდგენია მეღვინეობის გარეშე ცხოვრება.

თავდაპირველად, საქმე 2000კვ.მ-ით დავიწყეთ, ამ დროისათვის, 22 ჰექტრამდე ტერიტორიას ვაერთიანებთ და დღეს, ჩვენ ბრენდს „ოყურეშულის“ სახელით იცნობენ.

ვენახების უდიდესი ნაწილი ფერდობებზეა განლაგებული, რაც მძიმე ტექნიკით მუშაობას შეუძლებელს ხდის. დაახლოებით, 10 ჰექტარი ხელით მუშავდება.

„ლიბერთიმდე“ სხვა ბანკთან ვურთიერთობდით, თუმცა პანდემიის პერიოდში, როდესაც მათგან მხარდაჭერა ვერ ვიგრძენით, სხვა გზების ძიება დავიწყეთ - ვენახის საქმიანობას ვერ შევაჩერებდით. ალტერნატიური შემოთავაზებების განხილვისას, „ლიბერთის“ პირობებით დავინტერესდით და მინდა ვთქვა, ძალიან დაგვიდნგნენ მხარში. ამ გუნდზე ბევრი კარგის თქმა შემიძლია. გაგვიმართლა და შესანიშნავმა ადამიანებმა ჩაიბარეს ჩვენი საქმე. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ქართლოს ქურასბედიანს გულისხმიერებისა და ადამიანური დამოკიდებულებისთვის. დიდი გულშემატკივარი ვარ „ლიბერთის“ და ვისურვებდი, რომ გარკვეული სერვისები უფრო მეტად გამარტივდეს, ასევე, ვისურვებდი მოქნილ გამართულ მობაილბანკს. ვუსურვებ ბევრ წარმატებულ თანამშრომლობას.

„ლიბერთისთან“ თანამშრომლობის შედეგად ძალიან წავიწიეთ წინ. რომ არა ეს გუნდი, ძალიან გაგვიჭირდებოდა კრიზისიდან გამოსვლა. მას შემდეგ, ძალები აღვიდგინეთ და ტურიზმის მიმართულებითაც გვინდა განვვითარდეთ. როგორც ბიზნესს, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, ძალიან ძნელი საპოვნელია ლეჩხუმში ადამიანური რესურსი, რომელსაც ეს საქმე რაღაც დონეზე მაინც ეცოდინება. ამიტომ, ამ დროისათვის, სანამ გაფართოებისკენ გადავდგამთ ნაბიჯს, სწორედ ეს გამოწვევა გვაქვს გადასალახი.
 

კახა გიორბელიძე:
თავდაპირველად, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც იჯარით აიღო მიწა და ვენახის გაშენება დაიწყო. მე და ჩემი ძმები მევენახეები ვართ. ამ ვაზის გადარჩენისთვის ჩვენი უფროსი ძმა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, პრეზიდენტის მიერ. პაატა ჩვენი ბავშვობის მეგობარია. ეს საქმე ერთად დავიწყეთ. შემდეგ, ეტაპობრივად გავაფართოეთ ჩვენი ვენახი და 15,000 ძირ უსახელაურამდე გავზარდეთ. ამ საქმეს ოფიციალური სახე 2015 წელს მივეცით, როცა კოოპერატივი ჩამოვაყალიბეთ. უფრო მეტი მოტივაცია ერთმა შემთხვევამ მოგვცა - როდესაც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას შვილი დაოჯახდა, ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა ეჩუქებინა ყველაზე ძვირფასი ღვინო - უსახელაური. მაშინ უსახელაურის მთლიანმა რაოდენობამ, რის მოძიებაც შეძლეს, 1800 კგ იყო. კილოგრამში $8.5 გადაიხადეს, რაც იმდროინდელი 8-ლარიანი პენსიის პირობებში კოლოსალური თანხა გახლდათ. მაშინვე მივხვდით, რომ ამ საქმეს დიდი მომავალი ექნებოდა.
 


ამ წლების მანძილზე, ჩვენი მეურნეობა ძალიან გაიზარდა. ასე რომ ვითარდებოდეს ყველა მევენახეობა, ძალიან მდიდარი ქვეყანა ვიქნებოდით. ჩვენს მიკროზონაში არაერთმა ადამაინმა ჩადო ინვესტიცია ამ საქმის კეთებაში. ფასი შეიძინა უძრავმა ქონებამაც - თუკი 1კმ.მ 0,5 ლარი ღირდა, ახლა $100-ს აჭარბებს და უსახელაურისთვის შესაბამისი თავისუფალი მიწა აღარც არის დარჩენილი.

როდესაც ბანკებთან უეთიერთობის დამყარებას ვცდილობდით, საერთო ენის მოძებნა ჭირდა, რადგან ისინი კახეთის კრიტერიუმებით აფასებდნენ ჩვენს საქმიანობას, რაც იმთავითვე არასწორია - აქ სულ სხვა ლანდშაფტი და მოცემულობაა, აბსოლუტურად სხვა ხარჯია ლეჩხუმის მთიან ნიადაგზე ვენახის გაშენება.

„ლიბერთისთან“ თანამშრომლობა იმის ნათელი მაგალითია, რამდენად უსაფრთხო და საიმედო შეიძლება იყოს ბანკთან თანამშრომლობა. ძალიან კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. წინასწარ გვითანხმებენ ყველაფერს და ადამიანურ დამოკიდებულებას ვგრძნობთ. „ლიბერთისთან“ ურთიერთობის შემდეგ, ის დოვლათი, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვქონდა დაგროვებული, მოკლე დროში გავაორმაგეთ.

დღესდღეობით, ვცდილობთ შევინარჩუნოთ საქმიანობის სტაბილურობა, ხოლო სამომავლოდ, ავიხდინოთ ოცნება და ჩვენს სოფელ ლაძგვერში მოვაწყოთ ღვინის სოფელი.