ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
დაახლოებით, ოთხი წლის წინ, ოჯახის წევრებმა ხორცპროდუქტების მაღაზია-საწარმოს გახსნა განვიზრახეთ. იქ, სადაც საკუთარი ფართი გვაქვს, ახლომახლო მსგავსი პროდუქტი არსად იყო. ძალები გავაერთიანეთ - ჩემი მეუღლე კარგად ერკვევა ამ მიმართულებაში, დედაჩემმა თავისი მზარეულის და მეწარმის უნარები გამოიყენა, მე - ინგლისურის პედაგოგობიდან საორგანიზაციო საქმეში გადმოვინაცვლე, შვილებიც დაგვიდგნენ მხარში და ივ. ჯავახიშვილის 101-ში, საკუთარი ფართის მოწესრიგება დავიწყეთ.
დავიწყეთ როგორც ხორცის გაყიდვა, ასევე, ხინკლის, პელმენისა და ქაბაბის ნახევარფაბრიკატის დამზადება. საწარმოში მე და დედა ვართ ჩაბმულები. პროდუქტი იყიდება როგორც გაყინულ, ასევე, გაუყინავ მდგომარეობაში. დღეს, უკვე ჩვენი მუდმივი მომხმარებელი გვყვავს. გვიცნობენ, სხვა უბნებიდანაც დადიან საყიდლად.
მაღაზიის ფართის გარემონტება საკუთარი სახსრებით შევძელით, თუმცა, ინვენტარი საკმაოდ ძვირი ღირდა. გვჭირდებოდა კარგი წარმადობის ხორცის მანქანა, ცომის საზელი, საბრტყელებელი, საპრესი, მაცივრები... მაგიდაც კი სპეციალური მასალის უნდა ყოფილიყო. დადგა სესხის აღების საჭიროება. დავიწყეთ ფიქრი, ვისთან გვეთანამშრომლა. დედაჩემს ძალიან კარგი საკრედიტო ისტორია და ბანკებთან თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მის სახელზე აგვეღო ბიზნეს სესხი. თუმცა, დამაბრკოლებელი გარემოებები დაგვხვდა - ერთი მხრივ, სესხს საკმაოდ მაღალ პროცენტში გვთავაზობდნენ, მეორე მხრივ, დედაჩემის საპენსიო ასაკის გამო, სესხის გაცემას ბევრი ბანკი რისკის ქვეშ აყენებდა. საკრედიტო ბარათის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი წელი იყო.
არ შემიძლია, არ ვახსენო ჩვენი კრედიტოფიცერი სოფო, რომელიც ძალიან ყურადღებით მოეკიდა ჩვენს ამბავს და დაგვეხმარა, ლიბერთისთან ერთად. მოვიდნენ საწარმოში, ნახეს ფართი, შეაფასეს სიტუაცია, გაგვიცნეს და დაგვთანხმდნენ. თანაც, თუკი სხვაგან იმ პრობლემას შევხვდით, რომ ერთ წელზე ხანგრძლივ საკრედიტო ბარათს არ აძლევენ პენსიონერს, ლიბერთიმ სხვებთან შედარებით, ძალიან დაბალი პროცენტით მოგვხიბლა და მხარში დაგვიდგნენ, რისთვისაც მადლიერი ვარ. მჯერა, რომ საქმეში ჩადებული შრომა, მონდომება და სიყვარული არ იკარგება და აუცილებლად წინ დაგხვდება, შესაძლოა იმ ვადებში და იმ ფორმით მოხდეს ეს ყველაფერი, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი. პირველი სესხით ინვენტარი შევიძინეთ.
მეორედ, სესხი პანდემიის დროს დაგვჭირდა. პანდემიის დროს, როცა ყველაფერი ჩაიკეტა და კვების ობიექტებს მიტანის სერვისის აუცილებლობა გაგვიჩნდა, ისევ მივმართეთ ლიბერთის. ურთიერთობა კვლავაც ძალიან მარტივად შედგა, ამასთან, ძალიან კარგი გადამხდელები ვართ და ბანკის ნდობა ამით მოვიპოვეთ. ამჯერად, ბევრად დიდი სესხი მოგვცეს დაუბრკოლებლად, რითაც ავტომობილი შევიძინეთ და ჩემი შვილის ჩართულობით, მიწოდების სერვისიც დავამატეთ.
ახლა, როდესაც ჩვენი საწარმოს გახსნიდან ზუსტად ოთხი წელი გავიდა, გაფართოებაზე ვფიქრობთ. გაფართოება გვინდა და კახეთში, ჩვენს სახლში ფილიალის გაკეთებას ვაპირებთ. აქაც, ლიბერთის იმედი გვაქვს, რომ მათი დახმარებით და გვერდში დგომით, შევძლებთ ახალი საწარმოს გაკეთებას. გულწრფელად მჯერა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, მნიშვნელოვანია და ჩვენსა და ჩვენს გარშემომყოფებზე გავლენას ახდენს.