ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ, სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც მინდოდა საკუთარი ფული მქონოდა და მშობლებისთვის გამორთმევა არ დამჭირვებოდა. მეშვიდეკლასელი ბავშვი ვცდილობდი შემექმნა შემოსავალი და ამისთვის ბევრს ვშრომობდი. ჩემი საქმიანობა ბიზნესს დავუკავშირე. სხვადასხვა დროს, რეგიონებს ვამარაგებდი პროდუქტებით. საკუთარი ტრანსპორტით ვეზიდებოდი სხვადასხვა პროდუქტს. უკრაინაში ვაგზავნიდი ქართულ მანდარინს, იქიდან კი - ქართულ ბაზარზე ისეთი პროდუქტები შემომქონდა, რაც აქ არ იყო.
დღესაც, ჩემი საქმიანობა საბითუმო-საცალო ვაჭრობას უკავშირდება. თბილისში მაქვს სასაწყობე მეურნეობა და მაღაზიები, სადაც ბურღულეულობას, თხილეულობასა და სხვა პროდუქტებს ვყიდი. ამ საქმეში გავიზარდე. მის გარეშე არ შემიძლია. ყოველთვის აქტიური ვარ, იმის მიუხედავად, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვარ ადგილზე და მათთან ერთად ვმუშაობ. გაგეცინებათ და, ერთხელ, ერთი კვირით დასასვენებლად წასულმა, მუშაობის გარეშე ვერ გავძელი, ავად გავხდი და ორ დღეში სამუშაოს დავუბრუნდი.
დღესდღეობით, დაახლოებით, 200 დასახელების პროდუქტი მაქვს. ამ საქმეს დიდი რესურსი სჭირდება. ბიზნესის გაფართოება რომ გადავწყვიტე, ვიფიქრე, სწორი იქნებოდა კარგი საბანკო ისტორია შემექმნა. შემოთავაზება ბევრი ბანკისგან მიმიღია. თუმცა, ყველაზე მიმზიდველი „ლიბერთისთან“ ურთიერთობა აღმოჩნდა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მიჭირს დრო გამოვყო და ფილიალში ადგილზე მივიდე. როდესაც „ლიბერთისთან“ ურთიერთობა მირჩიეს, მითხრეს, ბანკში ადგილზე მისვლაც კი არ დაგჭირდებაო. ასე იყო მართლაც. განაცხადზე თანხმობაც კი ერთ დღეში მივიღე. ახლა რომ ვფიქრობ, მიჭირს გამოვყო, კონკრეტულად, რა მომეწონა „ლიბერთისთან“ თანამშრომლობაში, რადგან ფაქტობრივად, ერთობლიობაში ყველაფერი მომეწონა - პირობებიც, განწყობაც, დამოკიდებულებაც და მომსახურებაც. ჩემთვის აღსანიშნავია ის ლოიალური დამოკიდებულება, რაც
„ლიბერთისგან“ ვიგრძენი. ერთხელ, ისე მოხდა, რომ ჩემმა ბუღალტერმა შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც ანგარიშები დამიყადაღდა. არადა, სწორედ, იმ პერიოდისთვის მიწევდა სესხის გადახდა. რეალურად, თანხა მქონდა, თუმცა გადახდა არ შემეძლო, ყადაღის გამო. ამავდროულად, არ მინდოდა გადახდისას დარღვევა დაფიქსირებულიყო. ჩემი ფინანსური ხარვეზის გამოსწორებას კი, დაახლოებით, ერთი კვირა სჭირდებოდა. სწორედ, ამ დროს დამჭირდა „ლიბერთის“ დახმარება. ბანკი დიდი გაგებით მოეკიდა ჩემს მდგომარეობას და პრობლემის დაფიქსირების შემდეგ, ძალიან ადვილად მოგვარდა სიტუაცია. ბანკთან ასეთი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ბიზნესის გაფართოების გეგმები დიდია. უახლოეს მომავალში, ფილიალის გაკეთება მინდა ბათუმში. თუკი, ამ დროისთვის, პროდუქტის ტრანსპორტირება შეკვეთიდან გამომდინარე მიწევს, შემდეგ, პროდუქტი იქვე, ადგილზე მექნება დასაწყობებული, რაც საქმიანობას გაამარტივებს. ბუნებრივია, კვლავაც „ლიბერთისთან“ მაქვს თანამშრომლობის სურვილი და ვიმედოვნებ, ამ ბიზნესსესხის შემთხვევაშიც, წარმატებული იქნება ჩვენი ურთიერთობა.